რაც მე ვუყურებ, ბარსამ 4 კოპა აღმართა, მხოლოდ ორი ,,სუპერ-ბარსამ" და რეალმა მხოლოდ 1 ამ 17 სეზონში, მაინცდამაინც მაურინიოს დროს :დ, მაქსველი არ უნდა გაგვეშვა და იმ ორთაბრძოლას არ წააგებდა :დ
ესპანიოლმაც, ატლეტიკომაც, სევილიამაც, ვალენსიამაც, სარაგოსამაც მეტჯერ (2) მოიგეს თასი :დ
97 წლის ფიგუს ფინალი ბეტისთან და 98-ის კუპერს რომ გავუდეთ დაუვიწყარია მაინც, ხოხო რას გვამწარებდა ეგ მალიორკა
აუ არ ვიცი რა, ბარსას მოგებული კოპა დელ რეი წელს ალბათ ისე არ გამახარებდა :დ როგორც ამ დერბიში რეალის წაგებამ გამახარა :დ, რადგან გაცილებით მტკივნეული და დასაცინ/უპატიებელი მარცხი იწვნიეს
დეპორმა რომ გაუკეთა, იმას რა ჯობდა, ახლა ატლეტიკომ გაუმეორა
რა კარგია სუპერთასზე ძლივს ფეხბურთს ვიხილავთ და არა ამ პეპე/კოენტრაუ/რამოსებს, სეზონის გახსნას მოუთმენლად ველი და არა რაღაც არასაფეხბურთოზე ფიქრებით

ბარსას უდიდესი ბრაზილიელი ჩემი აზრით და უფლოპესი
ტოპ
1. რივალდო (მაპატიოს რონალდინიომ და მისმა ფანობამ, მაგრამ რივალდო უბრალოდ აი მართლა რომ ,,სხვა დონეა"

)
2. რონალდინიო
3. რონალდო (ბარსაში მხოლოდ 1 სეზონი თორემ პირველზე იქნებოდა)
4. რომარიო (თავისი სლე-ხასიათი თორემ რონალდოსაც გაასწრებდა

)
5. ევარისტო (219 თამაშში 179 გოლი და დი სტეფანოს ყველა დროის რეალის ლიგიდან დაფრენაში ყველაზე დიდი წვლილი ამას მიუძღოდა

)
6. ალვეში (ერთ-ერთი ყველაზე ,,რენტაბელური" ტრანსფერი ბარსას ისტორიაში)
7. ჯოვანი სილვა (ახალი პელე უნდა ყოფილიყო (ნეიმარივით) მაგრამ...მიუხედავად ამისა დაუვიწყარია ჩემთვის ამისი გადამწყვეტი გოლები, თამაში და წვლილი ვან გაალის ტიტულების დროს)
8. სილვინიო (კაცი სიმპათია

)
9. სონი ანდერსონი (მერე რა რომ მხოლოდ 21 გოლი 55 თამაშში, მაინც კაი იყო ,,პისტოლერო")
10. ბელეტი (ლიგის გადამწყვეტი გოლის გამო შემყავს, ეს ყოველთვის ბარსამდე უფრო (და გაცილებით) მომწონდა, ვიდრე ბარსაში. არაფერს ვერჩი ბარსაში, კარგი იყო, მაგრამ მაინც)
ასევე: ადრიანო, მაქსველი, ედმილსონი, ალოიზიო, ფაუსტო, მარინიო
ფლოპ
1. ჯოვანი დეიბერსონი (ფუჰ უბრალოდ, ვერ ვიტან ასეთი სტილის ფეხბურთელს, ამიტომ ვახვედრებ პირველზე

. 21 მლნ რაში)
2. რობერტო ,,დინამიტა" (ვასკოს N1 ლეგენდა, სუპერ-ბრაზილიელი სუპერ-ფლოპი, მხოლოდ 3 გოლი)
3. მოტა (მესიზე უფრო მახსოვს ამისი დებიუტი, რა იმედებს ვამყარებდი ფუჰ)
4. ვალტერ და სილვა (მსოფლიო ჩემპი, განსაკუთრებული ვიღაც არა, მაგრამ მაინც, ჰოდა მძღოლად იმუშავა ბარსელონაში ისე წავიდა)
5. კლეო (ეს მართლა კლეო, ჰომოსექსუალი იყოო ამბობენ და ნუნიესმა ძალით დააქორწინა

დეიბერსონის ღირსეული კონკურენტია)
6. როჩემბაკი (სხვა რა უნდა თქვა, როჩემბაკი)
7. კეირისონი (14 მლნ

)
8. ბიო
9. ენრიკე
10. ჟაგუარე