odiusiკაი კაცო
გამეცინა მაგრად
არა პროსტა რო ვუყურებ გული მწყდება თორე 50 თამაშს რო ვერ გაქაჩავენ ბავშვმაც კი იცის
როგორც ინგლისური ავტორიტეტული გამოცემა იტყობინება, "ლივერპულის" ხელმძღვანელობა დათანხმდა სკანდალური ფორვარდის 50 და მეტი მილიონის სანაცვლოდ გაყიდვას.
გუშინ, "ლივერპულის" ოფიციალურმა საიტმა განაცხადა, რომ სუარესი არ იყიდება და მასმედიას მიმართა, რომ მათ აღარ გაავრცელონ ჭორები სუარესზე. Guardian-ის ჟურნალისტები კი დღეს სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებენ.
ესპანური მედია სუარესის "რეალში" გადაბარგებას რამდენიმე ვარიანტად განიხილავდა. 1) 40 მილიონი სუარესის სანაცვლოდ. 2) 25 მილიონი + ორი პერსპექტიული ახალგაზრდა. 3) 30 მილიონი +კალეხონი. მაგრამ, როგორც ჩანს ესპანელების მიერ ნავარაუდევი არცერთი ვარიანტი სისრულეში არ მოვა, და "ლივერპული" ურუგვაელ ფორვარდს მხოლოდ სარეკორდო თანხის სანაცვლოდ გაყიდის.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპულის" სატრანსფერო რეკორდი, ტორესის სანაცვლოდ მიღებული 50 მილიონი ფუნტია."ლივერპულმა" კი ტორესის გაყიდვის შემდეგ "აიაქსიდან" ლუის სუარესი თითქმის 23 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა.
ლუის სუარესმა 2012/13 წლის სეზონში "ლივერპულის" მაისურით ყველა ტურნირში 30 გოლის გატანა შეძლო.
ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ თავად განაცხადა, რომ თითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის ინგლისში ცხოვრება ამდენი კრიტიკის ფონზე უკვე აუტანელი გახდა.ასევე მან პირდაპირ განაცხადა, რომ მისთვის ძალიან რთული იქნება "ლივერპულში" დარჩენა და "რეალისთვის" უარის თქმა.
ამდენად, როგორც Guardian იტყობინება "რეალმა" "ლივერპულთან" უკვე შეათანხმა სუარესის ტრანსფერი, მაგრამ ჯერჯერობით დეტალები უცნობია, ცნობილია ისიც, რომ სუარესის სატრანსფერო ფასი 50 მილიონზე მეტი იქნება.
პ.ს ეს არის მხოლოდ Guardian-ის გამოქვეყნებული ინფორმაცია, არანაირი ოფიციალური ინფორმაცია სუარესის ტრანსფერზე ჯერჯერობით არ არსებობს.
რა ამბავიაა
This post has been edited by JubaGr on 2 Jun 2013, 18:35