Marca: "რეალმა" სუარესი გაიფორმა
მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" სუარესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ...
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციით "რეალმა" ინგლისურ კლუბს 40 მლნ. ევრო შესთავაზა. თუმცა, მაშინ "ლივერპულმა" მადრიდელები უარით გაისტუმრა. კონტრაქტში წერია, რომ ურუგვაელის 40 მლნ. ფუნტი ღირს, რაც 47 მლნ. ევროს უტოლდება. "წითლებს" სუარესის ნაკლებ ფასად გაშვება არ სურდათ.
ჯერჯერობით ტრანსფერი ოფიციალურად არ დასტურდება. თუმცა, ამბობენ, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
სუარესის წასვლის თაობაზე ხმები მას შემდეგ აგორდა, რაც ურუგვაელმა "ჩელსისთან" მატჩში ლონდონელთა მცველ ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა, რის გამოც სადისციპლინო კომიტეტისგან 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
http://madridista.ge/news/21152-marca-bbbb...b-bbbbbbbb.html This post has been edited by Team on 30 May 2013, 22:22
Vorsprung Durch Technik...