ბრაზილიური კლუბის, "სანტოსის" ვიცე პრეზიდენტი, ოდილიო როდრიგესი, აცხადებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე "სანტოსი" რობინიოს შეძენას შეეცდება.
"როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, ჩვენ რობინიოს შესაძენად პირველ ნაბიჯს გადავდგავთ. რა თქმა უნდა ნეიმარი არის შეუცვლელი მისი თამაშიდან გამომდინარე, თუმცა კლუბმა ლიდერი უნდა მოძებნოს. ამიტომაც გვინდა რობინიოს შეძენა," - განაცხადა როდრიგესმა.
29 წლის ფეხბურთელმა არაერთხელ განაცხადა, რომ სამშობლო ენატრება, ამიტომ ტრანსფერი სრულიად რეალურია.
როდრიგესს რომანტიკული ზაფხული ელოდება. აგვისტოს ბოლომდე ექნება ბოლო კაპიკებზე საუბარი გალიანისთან