ამდენმა გაყიდვებმა იქამდე მიიყვანა გუნდი, რომ შემადგენლობების ღირებულებების სიაში 25-ე ადგილზე ჩამოვიდა.

24-ზე ლესტერია და 23-ზე ლაიფციგი.

ამ სატრანსფერო ფანჯარაშიც უკვე 332 მილიონი ევრო აიღეს და მარტო 54 დახარჯეს.
პსჟ-მ მბაპეს თავანი მოიტანა.

180 მილიონი. ატლეტიკომ 70 გადაიხადა ლემარში. ლივერპულმა ფაბინიოს 50 დადო. ჰადერსფლდს იჯარით ყავდა კონგოლო და ახლა 20 მილიონად წაიყვანა. მეიტე ბორდოში იყო განათხოვრებული და ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ტორინოს 12-ად მისცეს. ჟილ დიაში ნოთინგემ ფორესტში გაუშვეს არენდით, არადა 3 წლის წინ ბრაგას B გუნდიდან იყიდეს 5 მილიონად. ელდერსონი და ლასინა ტრაორე ვაფშე გაუშვიათ გუნდიდან, მაგრამ აზრზე არ ვარ ვინები იყვნენ.
აქეთ კი ვილემ ჟებელი ყიდეს 20-ად. 16 წლისაა. ეტყობა, რომ ძალიან მაგარი ვიღაცაა, თორემ ასე უბრალოდ არ მიახარჯავდნენ ფულს. ლიონში თამაშობდა, მაგრამ მარტო 2 მატჩი ჩაატარა ძირითად გუნდში.

ორივე ფლანგზე თამაშობს და თავდამსხმელდაც შეუძლია დადგომა. მბაპეს ახალი ვარიანტია. ოღონდ 1.85 მეტრია და კიდევ თუ მოიმატა ძაან, მერე არ ვიცი ვინგებზე რამდენად ითამაშებს.
კიდევ ანტონო ბარეკა მოიყვანეს ტორინოდან. 23 წლის მარცხენა მცველია. აი ეს მართლა გაუგებარია რატომ იყიდეს.
პელე რიუ ავედან 10 მილიონად. 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი. ადრე მილანში ირიცხებოდა 4 წელი, მაგრამ ერთი თამაშიც არ უთამაშია და სულ განათხოვრებული ყავდათ. მერე ბენფიკაში იყო 2 წელი და მანდაც არ ათამაშეს საერთოდ ერთი მატჩიც კი. პორტუგალიის ასაკობრივებში ნათამაშები აქვს მაგრამ მერე რა თქმა უნდა პორტუგალიის ნაკრებში არ გამოიძახეს და ბოლოს U21-ში 2011 წელს ჰქონდა თამაში ჩატარებული. 2017-ში გვინეა გვინეა ბისაუს მოქალაქეობა მიიღო და მაგის ნაკრებში მოასწრო 2 მატჩის გამართვა. იმავე წელს რიუ ავეში გადავიდა და კარგი სეზონი დადო.

რონაელ პიერ-გაბრიელი. 6 მილიონი. სენტ ეტიენიდან. 20 წლის. მარჯვენა მცველი. არ მეიმედება მაინცდამაინც.
ჯონათან პანზო ჩელსის U19-დან. ცენტრალური მცველი. 3 მილიონი. 17 წლის.
სამუელ გრანსიე. არ ვიცი მართლა ასე იკითხება თუ არა მაგის გვარი ფრანგულად. 3 მილიონი. ტრუადან. 21 წლის. პატარა 1.65-1.70 მეტრიანი შემტევია. უფრო მეტად ფლანგებზე თამაშობს, მაგრამ ცენტრისკენ შეწევაც შეუძლია.
მუსა სილა საბოლოოდ ამოიყვანეს მგონი ძირითად გუნდში. ძალიან მაგარი ბიჭია. ადრიენ ბონჯოვანიც აღარ ჩავა ალბათ B გუნდში.
დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია. სოფიან დიოპი და ვილსონ ისიდორი რენის B და U19-დან უფასოდ. რომენ ფევრი, იბრაჰიმა დიალო და ბენუა ბედიაშილი ამოწიეს ქვემოდან.
ისევ კარგი გუნდია საბოლოოდ. ძველებიდანაც დარჩნენ ძალიან კარგი ფეხბურთელები და ახლებიდანაც ვნახოთ რა დადგება. მთავარია, რომ ჟარდიმი აქ იყოს და ყველაფერს მოევლება.