ტულონის 2013 წლის საფეხბურთო ფესტივალის პირველი დღის მეორე მატჩიც დასრულდა. საფრანგეთის 21–წლმდელთა გუნდმა აშშ–ს სამი ბურთით – 4:1 მოუგო.
სასტარტო შემადგენლობებს გავეცანი თუ არა, მაშინვე მოვისაკლისე ფრანგთა თერთმეტეულში №14 Rachid GHEZZAL და №4 Rémi MULUMBA.
თავიდანვე ნათელი იყო, რომ ამერიკელებს მასპინძლებისთვის უნდა გაეძლოთ და აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რაც შეიძლება გვიან გაეშვათ პირველი გოლი. თუმცა... ფრანგებმა... კერძოდ კი №6 Alexandre COEFF შესანიშნავი გოლის ავტორი გახდა! მასპინძლებმა 38–ე წუთზე ანგარიში გახსნეს, 40–ე წუთზე კი კიდევ ერთი გოლი მიიღეს ამერიკელებმა №6 Gianelli IMBULA WANGA–სგან.
72–ე წუთზეკი შეამცირეს აშშ–ს ფეხბურთელებმა ანგარიში მინიმუმამდე, მაგრამ ჯერ ჩემთვის კარგად ნაცნობმა Rachid GHEZZAL გახდა საგოლე გადაცემის ავტორი და გოლი №9 Stéphane BAHOKEN–ს გაატანინა. მატჩის მიწურულს კი თავადაც შეაგდო.
ამერიკიდან ვერც კარგს გამოვყოფ ვინმეს და ვერც ცუდს ))) მკვდარზე ან კარგს ამბობე, ან არაფერსო...
აი რაც შეეხება საფრანგეთს, სუბიექტური ვიქნები და Rachid GHEZZAL გამოვარჩევდი.
საერთოდაც საფრანგეთს კარგი გუნდი ჰყავს როგორ ჩანს და ვფიქრობ, ფინალს ითამაშებს.
მიმაგრებული სურათი