მეც ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ ვალდესი არის ტოპ მეკარე.
მაგრამ მეკარეებზე როცა არის საუბარი მეკარეს სატრანფერო ფასი ეცემა თუ იგი ავლენს მიდრეკილებას არასტაბილურობისკენ.
არსებობს უამრავი კომპონენტები მეკარეების თამაშში რომელიც ფარავს ხალხის და გულშემატკივრის თვალში ამ არასტაბილურობისკენ მიდრეკილებას მაგრამ რეალური და ყველაზე მოქმედი კომპონენტი მეკარის შეფასებისას არის სტაბილურობა.
გაგახსენებ ერთ კარგ მაგალითს.
ბარტეზს.
ბარტეზს ჰქონდა წარმოდგენლად ძლიერი რეაქცია გინდა ხაზზე გინდა გამოსვლაზე მაგრამ სტაბილურობით იყო კუტუ.
ეს სტაბილურობაა რაც ფასობს რომ ყველაზე უწყინარ და ყველაზე მოულოდნელ სიტუაციაში არ გიმტყუვნოს მეკარემ რადგან უცბათ გაშვებული გოლი, სწორ ადგილას გაშვებული გოლი (

) მწვრთვნელისთვის ცვლის აბსოლუტურად ყველაფერს თუნდაც 3-0 იყოს და წაროიდგინე რამდენად საშიშია როცა 3-1 იგებ და უცბათ 3-2-ია.
როცა 0-1 აგებ და უცბათ 0-2.
ამიტომაა რომ მწვრთვნელებს ეს ადამიანური ფაქტორი ყელში ამოსდით.
უშუალოდ მწვრთვნელებს.
მეკარის ჰაიჰარალე ზასკოკები პირდაპირ ურტყავს მწვრთვნელს და ეს ძნელია რა.
აი ვალდესი კი მართლა ავლენს ამ არასტაბილურობისკენ მიდრეკილებას.
ადვილი ბურთების მოულოდნელად გაშვებიდან დაწყებული ისეთი ეპიზოდებით დამთავრებული როცა მაყურებელს აშკარად ეჭვი ეპარება რამდენად აზზეა მეკარე კოორდინაციის და ტრაექტორიების გამოთვლის.
პირადად მე მესმის ვალდესის გამოცვლის მიზეზი.
გუნდს სჭირდება გადახალისება და სხვა ატმოსფეროს მორგება რადგან დარეფრეშება სჭირდება ყველაფერს.
ერთერთი პოზიცია კი რომელიც ამ ახალ დარეფრეშებისას მოხვდათ ხელში არის მეკარე.
ვალდესის რეინათი შეცვლა არის იდეალური ვარიანტი.
მარგამ ეს არ ნიშნავს რომ ვალდესი ცუდი მეკარეა.
ჩვენ მაგალითად დე ხეა რომ არ გვყავდეს ვინატრებდი რომ ვალდესი გადმოსულიყო მანჩესტერში.
commanding skills აქვს შესაშური.
თან ეს თვისება განივითარა და ძალიან გაბედული და უშიშარი გახდა, არ ერიდება არავისთვის საკადრისი სიტყვის თქმას.
ეს ძააააალიან დიდი თვისებაა თუმცა ვალდესის არსენალში გადასვლა სრულიად ახალ ეტაპს ნიშნავს მის კარიერაში.
ფაქტი იყო რომ ვალდესი ბარსელონაში 35 წლამდე ვერ დარჩებოდა.
ასერომ მისი წასვლა ბარსადან გარდაუვალი იყო ნამდვილად.
პ.ს. ერთი კარგი მაგალითი კიდევ.
ჩვენი ლორია.
აღნაგობით და მონაცემით, სილუეტით მოდანზე არის სუფთა პეტერ ჩეხი.
რაღათქმაუნდა ტალანტში და საფეხბურთო იტელექტში რომელიც ჩეხს აქვს ძაალიან მოიკოჭლებს მაგრამ პოტენციალი რომ გამხდარიყო მაგარი მეკარე ჰქონდა და ვერ გახდა იმიტომ რომ არ არის სტაბილური.
მეკარეებს სჯიან და აფასებენ არა იმ ბურთებით რასაც იღებს არამედ რა გოლებსაც უშვებენ.
ვალდესიც, ბარტეზიც და ლორიაც მაგარ ### ბურთებს უშვებენ
This post has been edited by Atheous_Morti on 25 Jun 2013, 23:11