KVINSON ტურნირი არის მოყვარულთა შორის, მოქმედი პოფესიონალი ფეხბურთელები, როგორც სტანდარტულზე მოთამაშეები ასევე მინიზე არ დაიშვებიან და ყველა მათგანი გადამოწმდება შესაბამის ფედერაციებში.
სასურველია ტექნიკური ფეხბურთელები - თამაში მიმდინარეობს მოგებაზე, მოგებული გუნდი გადადის შემდეგ ეტაპზე, თუმცა სანახაობრივი დატვირთვაც აქვს, აქ არ არის მიზანშეწონილი ძალისმიერი ორთაბრძოლები. ბურთს რომ უბრალოდ ფეხს ატარებენ ასეთი გუნდები პირველი ტურის შემდეგ გაიცხრილებიან
საკვალიფიკაციო ეტაპები ამ პროექტზე არ არის გათვალისწინებული, ამიტომ პირველი ტური იქნება ასე ვთქვათ საკვალიფიკაციო
სწორედ სანახაობრივი და ტექნიკური სტილის ნიჭიერი მოთამაშეები შეირჩევიან პროექტის გუნდის წევრებად
მოკლე ინფორმაცია STREET LEGENDS TEAM-ზე:
შეირჩევა 8 ტექნიკური მოთამაშე და შედგება ქუჩის გუნდი.
გუნდი ივარჯიშებს და მოემზადება ცენტრალური მატჩისთვის, ევროპის გუნდთან
ასევე ამ გუნდის მატჩზე გამოწვევა შესაძლებელი იქნება ვებ გვერდიდან, თბილისის ნებისმიერ უბანში. წესები და რეგულაციები მოწოდებული იქნება პროექტის მეორე ეტაპზე.
ბევრი საინტერესო გეგმებია, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ!
კიდევ ერთი ინტერვიუ. თარგმანისთვის ჩართეთ ტიტრები{CC]
This post has been edited by StreetLegends on 9 Jun 2013, 18:13