ამ გუნდებს შორის მცირე ინფორმაცია
* * *
ტოტენჰემი-ნორვიჩი
2013 წლის 14 სექტემბერს ტოტენჰემი ნორვიჩ სიტის მიიღებს ვაით ჰართ ლეინზე.ეს მატჩი ორივე გუნდისთვის პრემიერლიგაში გამოდგება რიგით მეოთხე.
დეზები მიმდინარე ჩემპიონატში ექვსი ქულით მეექვსე ადგილზე არიან.ხოლო ყვითლები კი ოთხი ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფებიან.
ეს გუნდები ერთმანეთს სულ 45-ჯერ დაუპირისპირდნენ.ტოტენჰემმა 18-ჯერ მოახერხა ნორვიჩის დამარცხება,ხოლო კანარიესებმა 13-ჯერ დაამარცხეს ლონდონელები.ამ გამართულ მატჩებში გოლების რაოდენობით მამლები ლიდერობენ 70 გოლით.
დეზების რიგებში ბომბარდირი ორი გოლი რობერტო სოლდადო გახლავთ,ხოლო ნორვიჩიდან გამორჩული ბომბარდირი არ არის,მაგრამ ერთ-ერთი გატანილი ბურთით ნათან რედმონდი,ვან უოლფსუიკელი და უითტაკერი ლიდერობენ.ტოტენჰემის რიგებში ერთ-ერთი გაფრთხილება აქვს:დეფოს,პაულინიოს და სოლდადოს.ნორვიჩში კი ხავიერ გარიდოს,მაიკლ ტურნერს და რასელ მარტინს.
ორივე გუნდმა ითამაშს პრემიერლიგაში სამ-სამი მატჩი. ამ მატჩებიდან დეზებმა ორჯერ მოიგეს და ერთხელ წააგეს,ხოლო ყვითლებმა ერთი მოიგეს,ერთი წააგეს და ერთიც ფრედ ითამაშეს.მამლებმა 2 გოლის გატანა მოახერხეს, ხოლო კანარიესებმა სამჯერ დალაშქრეს მოწინააღმდეგის კარი.ლონდონელებმა ერთი გოლი გაუშვეს თავიანთ კარში,ხოლო ნორვიჩელებმა სამი.
ტოტენჰემელები მოწინააღმდეგეების კარის დალაშქვრას 45-60 წუთებში ახერხებენ,ხოლო ნორვიჩელები ასევე 45-60’-სა და 60-75’ წუთებში.
თასები:
ტოტენჰემმა პრემიერლიგა ორჯერ მოიგო,ჩემპიონშიპიც ორჯერ,ეუროპის ლიგაც ორჯერ,ფა თასი რვაჯერ,ლიგის თასი ოთხჯერ,Community Shield-ი შვიდჯერ და ერთხელ თასების თასი.
ნორვიჩ სიტის პრემიერლიგა, ეუროპის ლიგა,თასების თასი,ფას თასი და Community Shield არ აქვთ მოგებული,ხოლო ჩემპიონშიპი სამჯერ და ლიგის თასი ერთხელ მოიგეს.
ტოტენჰემი ფეხბურთელების საშუალო წლოვანება 24.9 წელია,ხოლო ნორვიჩლების 26.7. დეზების რიგებში ყველაზე ახალგაზრდა 18 წლის შაქუილე კოულთჰირსტია,ხოლო ყვითლების რიგებში 19 წლის ნათან რედმონდია.მამლებში ყველაზე დიდი 42 წლის, კარის მცველი ბრედ ფრიდელია,ხოლო კანარიესების რიგებში ყველაზე შტაჟიანი კარლო ნეშია.
სავარაუდო ტოტენჰემის შემადგენლობა:
Lloris
Walker Kaboul Vertonghen Rose
Sandro Dembele
Lamela Eriksen Townsend
Soldado
და ბოლოს ბოაშის პრესკონფერენცია:
http://www.youtube.com/watch?v=oPZ7bprQjR4 This post has been edited by Tottenham on 12 Sep 2013, 20:11