აქ რატო არჩევთ საქმეს?
ტოტენჰემის თემაა და ტოტენჰემს გულშემატკივრობენ ესენი
მერე რა რომ ჩვენი ქალაქის გუნდს ხვდებიან.
ფეხბურთში თუ სხვა ქვეყნის გუნდი მიყვარს არ ვარ პატრიოტი ან ფეხბურთი არ მესმის?
ეს ვინ მოიგონა?
ერთი მანჩესტერი, რეალი ან ბარსელონა შეხვდებოდეს უახლოესი 5 წლის მანძილზე რომელიმე ქართულ გუნდს
რა რეაქციები იქნება ძალიან მაინტერესებს
ამ გუნდის თემებშიც დაიწერებოდა მაისურებით არ მოხვიდეთ თორე ჰა-ო?

ლოლ.
და რა შანსებზეა საუბარი. სტიაუასთან გაფუჭებულმა პენალტმა დააქცია დინამო და 3 წუთში თამაში წააგეს
ეს თამაშიც დარწმუნებული ვარ ფსიქოლოგიურად უკვე წაგებულია მათთვის.
მეც მინდა და ყველას უნდა ევროთასებზე ჩვენების ხილვა, მაგრამ ეს ერთმანეთის შეურაცყოფა არ გამოვა რა
თუ დინამოს არ ვგულშემატკივრობ ესეიგი თბილისელი არ ვარ?
ქართველი არ ვარ?
თბილისის გარეთ რო გავდივარ პრაზნიკი მაქვს

ვიხრუკები აქ მთელი არსებობის მანძილზე
მე სოფელი არ მაქვს და არაფერი
ასე რომ ენჯოი იმით რომ ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი მაგარი გუნდი ჩამოდის, უძლიერესი ფეხბურთელებით.