კარლო ანჩელოტი ის მწვრთნელია, რომელსაც 4-3-3 სქემა მოსწონს და მადრიდის "რეალში" გადაბარგების შემთხვევაშიც, ამ სქემას გამოიყენებს. იტალიელი მიიჩნევს, რომ 4-3-3 სქემა წარმატების საწინდარია.
ანჩელოტიმ ყველა გუნდში წარმატებებს სისტემისა და ფორმირების ხარჯზე მიაღწია. როცა კარლო იძულებული იყო სქემა შეეცვალა, ეს ტრავმების ან დისკვალიფიკაციების გამო ხდებოდა, ან ფიქრობდა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი სხვა პოზიციაზე უკეთ წარმოაჩენდა თავს.
"პაპა კარლომ" ამ სისტემის გამოყენებით "მილანთან" ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ასევე ჩემპიონის ტიტული იტალიაში, ინგლისსა და საფრანგეთში.
2002-2003 წლების სეზონში, ანჩელოტიმ "მილანს" "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსთან" სწორედ ამ სქემით გაამარჯვებინა. ნახევარდაცვაში ზეედორფის, პირლოსა და გატუზოს ტრიო მოქმედებდა, თავდასხმაში კი რუი კოშტას, შევჩენკოსა და ინძაგის. შემდეგ სეზონში ამ გუნდმა "სკუდეტო" მოიგო.
გუნდოგანი დადონ
მაგრამ 3 ცენტრს თავისი მინუსები ექნება
1) თუ ბეილი ვიყიდეთ ოზილი სკამზე დაჯდება
2) ისკოც თუ ვიყიდეთ ვაფშე 2 კაცს მოუწევს სკამზე დაჯდომა
***
ანჩელოტის პირველი მოთხოვნა გიუნდოგანის შეძენა იქნება "Tuttomercato"-ს ცნობით, მალე მადრიდის "რეალში" კარლო ანჩელოტის ერა დაიწყება და "სანტიაგო ბერნაბეუს" ოფისებში გააქტიურდებიან, რათა პირველი ტრანსფერი განხორციელდეს.
ანჩელოტის პირველი სამიზნე დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი, ილკაი გიუნდოგანი იქნება.
ცოტა ხნის წინ, 22 წლის ილკაიმ, "ბორუსიაში" კიდევ ერთი სეზონით დარჩენის სურვილი გამოთქვა, მაგრამ მადრიდული მხარე გერმანელებს მის სანაცვლოდ 14 მლნ. ევროს შესთავაზებს.
This post has been edited by გიგს on 18 Jun 2013, 15:06