დიდი პატივიცემის მიუხედავად არ უნდა დაგეთანხმო და გეტყვი რატომაც

კალოევი, გუცაევი და ასე შემდეგ შეიძლება ფესვებით ოსები ყოფილიყვნენ, მაგრამ მე არასოდეს
არც ოსი და არც აფხაზი არ გამირჩევია იგივე კახელისგან, იმერელისგან თუ ქართლელისგან.
და აქ საქმე მარტო იმაში არ არის რომ მე არ გამირჩევია, შორეულ ფესვებში თუ მივყვებით
საქართველოში ახლანელ საზღვრებში ბევრი არაქართული ტომის ხალხი ცხოვრობს,
მაგრამ ისინი ისტორიამ გააერთიანა ერთ სახელმწიფოში, რომელსაც საქართველო ქვია
და ქართველებად აქცია საუკენეთა განმავლობაში.
რაც შეეხება ზანგების თემას ზანგები მონებთან იყვნენ გაიგივებული და გადახედე რომელ
ქვეყნებში სჭარბობენ - რომელ ქვეყნებსაც ჰქონდათ კოლონიები, საფრანგეთი, პორტუგალია,
იგივე ბრიტანეთი. და ეს საწყალი ზანგები მონებად მოჰყავდათ ევროპაში, ბუნებრივია
იქ იზრდებოდნენ და შემდეგში დროთა განმავლობაში, როდესაც მონობაც გაუქმდა და რესპუბლიკებად
ჩამოყალიბდნენ ევროპის ბევრი სახელმწიფო დარჩნენ ეს ზანგები და ცხოვრობენ იქ, აღარ უნდათ ღარიბ
აფრიკაში დაბრუნება.
საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს ნორმანდიელიც, ლოტარინგიელიც, პროვანსელიც, ბრეტანელიც,
ესენი საფრანგეთის სხვადასხვა პატარა-პატარა ხალხებია, მაგრამ მათზე არავინ არ ამბობს რატომ ათამაშებთო.
ასევე ვერავინ ვერ იტყვის ჩვენზეც რატომ გუცაევი და ცვეიბა ათამაშეთო.
ხოლო რაც შეეხება რასზმს რასიზმი არ და ვერ იქნებოდა თუ ვინმე იტყოდა, ან/და არ ათამაშებდა გუცაევს დინამოში,
ან ნაკრებში, იმიტომ რომ რასიზმი ნიშნავს სხვა რასის არ სიყვარულს, სიძულვილს. ხოლო თეთრის მიმართ სიძულვილი
არ იქნებოდა რასიზმი, რასიზმი ზუსტად სხვა რასის გაუტანლობაა და აქაც არასწორად და არამართებულად გყავს მოყვანილი
ცვეიბას და კალოევის მაგალითი.
მორჩა