FC Bayern Geo Fans
Kicker-ის ჟურნალისტის ინტერვიუ ბასტიან შვაინშტაიგერთან.
- ბატონო შვაინშტაიგერ, როგორ არის თქვენი ტრავმირებული ფეხი ბარსელონასთან თამაშის შემდეგ?
``განკურნების პროცესი ნავარაუდებზე უფრო დიდხანს გაგრძელდა. ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი იყო. ახლა თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ვისურვებდი, კიდევ უფრო უკეთესად ვიყო.``
- როგორ ფორმაში ხართ?
``გუნდთან ერთად ბევრი არ მივარჯიშია, რიტმისთვის ეს მნიშვნელოვანია. ბუნდესლიგის დაწყებამდე რამდენიმე მატჩი გვაქვს და ვიმედოვნებ, უფრო მეტ წუთს შევძლებ თამაშს.``
- გუარდიოლას ცდებმა არ გაგაოცათ?
``სწორეს ეს არის საჭირო, რადგან აუცილებლად გამოჩნდება გუნდი, რომელიც წინააღმდეგობას გაგვიწევს. მაშინ კი მოქნილობა აუცილებელი იქნება. კარგია, როდესაც გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც სხვადასხვა პოზიციაზე და სხვადასხვა სისტემაში თამაში შეუძლიათ. მომავალ სეზონზე უეჭველად იქნება მატჩები, როდესაც სხვანაირად ვითამაშებთ, ვიდრე ახლა. მაგრამ სწორედ ასეთ მატჩებში შევძლებთ კარგად თამაშს, რადგან ეს მოქნილობა ყველა მოთამაშეს სისხლში ექნება გამჯდარი.``
- რომელ პოზიციაზე ხედავთ საკუთარ თავს 4-1-4-1 სისტემაში?
``ხარისხობრივად ჩემს თავს ყველაზე კარგად ექვსიანზე ვხედავ. ვიცი, რომ უფრო შემტევი თამაშიც შემიძლია. გასულ წელსაც ხშირად მიწევდა პოზიციის დატოვება. მოქნილ თამაშს შევეჩვიე, მაგრამ ვფიქრობ, ჩემთვის საუკეთესო პოზიცია მაინც დაცვის წინაა.``
- შაბათს სუპერთასის შეხვედრაა . . .
``განსაკუთრებული მომენტია. დორტმუნდში თამაში ჩვენთვის რთული იქნება, მაგრამ ეს შეხვედრა ძალიან გვახარებს. ამ შეხვედრის განსაკუთრებულობას ბოლო პერიოდში დორტმუნდის განვითარება განაპირობებს. ქუდი უნდა მოვიხადოთ მათ წინაშე. თუ გადავხედავთ, სად იყვნენ წლების წინ და სად არიან ახლა, ნამდვილად დიდ პატივისცემას იმსახურებენ.``
- რამდენად მნიშვნელოვანია ტიტული?
``რაც არსებობს, ყველაფრის მოგება გვსურს. ამიტომაც დორტმუნდში მოგება მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იმ ფეხბურთის თამაშია, რაც მწვრთნელს ჩვენგან სურს.``
- ბუნდესლიგაზე ბევრი შიშობს, რომ ბაიერნის უპირატესობა სხვა კლუბებთან შეიძლება გრანდიოზული იყოს.
``ვიცით, რა შეგვიძლია, მაგრამ გადაჭარბებულად არ უნდა შევაფასოთ მოვლენები. ეს ყველაფერი მძიმე შრომას საჭიროებს და ბევრი მნიშვნელოვანი და რთული მატჩი გველოდება. თუმცა ჩვენს ახალწვეულებთან ერთად ნამდვილად საუკეთესო წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ მომავალ სეზონზეც წარმატებულად ვიასპარეზოთ.``
--------------------------------------------------------
Kicker, 25.07.2013-ის გამოცემა / Mounir Zitouni
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=609...er¬if_t=like