ევროპის ლიგის J ჰგუფში თურქული "ტრაბზონსპორი" საკუთარ "ჰუსეინ აკერის" სტადიონზე (ტევადობა 24 169) იტალიურ "ლაციოს" დაუხვდება. შეხვედრას შვედ მსაჯთა ბრიგადა განსჯის მარტინ ჰანსონის მეთაურობით. მიმდინარე გათამაშება ორივე გუნდმა წარმატებით დაიწყო, თურქებმა "აპოლონს" სტუმრად 1:2, ხოლო იტალიელებმა შინ "ლეგიას" 1:0 მოუგეს. "ტრაბზონსპორი" 2009 წლიდან მოყოლებული მუდმივად მონაწილეობს ევროპის ლიგაზე, თუმცა რამე განსაკუთრებული წარმატებისთვის მათ ჯერ არ მიუღწევიათ. "ლაციო" კი გასულ წელს მეოთხედფინალიდან, სწორედ თურქულ გუნდთან, "ფენერბაჰჩესთან" გამოეთიშა ასპარეზობას (0:2 1:1).
"ტრაბზონსპორმა" სეზონი საკმაოდ წარმატებულად დაიწყებს. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე მათ ჯერ "დერი სიტი" გაანადგურეს (4:2 3:0), შემდეგ მინსკის "დინამოს" მოუგეს (1:0 0:0), ბოლოს კი ალბანური "კუკესი" ორი მატჩისჯამში 5:1 დაამარცხეს (3:1 2:0). რაც შეეხება თურქეთის სუპერლიგას, ამ გუნდს 6 ტურის შემდეგ 4 მოგება და 2 მარცხი, შესაბამისად, 12 ქულა აქვს "ბეშიქთაშის" მსგავსად და სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. აღსანიშნავია, რომ ჩატარებული 6 მატჩიდან 4ში 3ნაკლები ბურთი გავიდა, 5ში კი მხოლოდ ერთმა გუნდმა გაიტანა. ტრაბზონელებს ზედიზედ 4 მოგება აქვთ და "ლაციოსთან" მატჩს შესანიშნავ ხასიათზე ხვდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ "ტრაბზონსპორმა" საკუთარ მოედანზე ბოლოს 2013 წლის 17 თებერვალს, "ფენერბაჰჩესთან" წააგო (0:3). იქიდან მოყოლებული, შინ ჩატარებული 13 მატჩიდან ტრაბზონელებმა 11ჯერ მოიგეს და 2 შეხვედრა ფრედ დაასრულეს.
ევროპის ლიგაზე "ლაციოს", "ფენერთან" წაგებამდე, 12 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა - 8 მოგება და 4 ფრე. სერია ა რომაელებმა არაერთგვაროვნად დაიწყეს. განვლილი 6 ტურის შემდეგ მათ 3 მოგება 2 მარცხი და 1 ფრე აქვთ, შესაბამისად, 10 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე-მეშვიდე ადგილს იყოფენ "ვერონასთან". სტუმრად "ლაციალემ" ბოლოს 2013 წლის 8 მაისს "ინტერთან" მოიგო (1:3), მას მერე კი 3ჯერ დამარცხდნენ და 1 ფრე ითამაშეს. 18 დღეში "ლაციოს" მეექვსე მატჩის ჩატარება მოუწევს.
ტრაბზონელებს საკადრო პრობლემები დიდად არ აწუხებთ და "ლაციოს" საბრძოლო შემადგენლობით დაუხვდებიან. ისინი მხოლოდ მცველ სამბასა და ნახევარმცველებს, კოლმანსა და აიდოგდუს მოისაკლისებენ. თურქების მთავარი მწვრთნელის, მუსტაფა აკჩაის განცხადებით, რომაელები ფავორიტები არიან: "იტალიის ჩემპიონატის სიძლიერეზე ლაპარაკი ზედმეტია, 'ლაციო' კი ამ ტურნირის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. ვფიქრობ, ეს გუნდი დღეს ფავორიტია, მაგრამ ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ვცდილობ გუნდში მოტივაცია ავამაღლო, რაც წარმატებაში ხელს შეგვიწყობს. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდაცვის ლიდერი, კოლმენი არ გვყავს, ფეხბურთელები დღევანდელ მატჩს მოუთმენლად ელიან. "ფენერთან" წაგებამ სუსტი წერტილები გამოაჩინა, რაც ბოლო 4 მატჩში აღმოვფხვერით."
რაც შეეხება "ლაციოს" დანაკლისს, გუნდს დაცვაში ვერ დაეხმარებიან რადუ და კონკო, ნახევარდაცვაში პერეირინია, თავდასხმაში კი კლოზე არ იქნება. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ამაურის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია აქვს. რომაელთა მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ პეტკოვიჩის, განცხადებით ევროპის ლიგა უმნიშვნელოვანესია მისი გუნდისთვის: "დღეს ჩვენ აუცილებლად 3 ქულის მოსაპოვებლად გავალთ მოედანზე. მართალია ბოლო ხანებში საკადრო პრობლემები გვაქვს და სანახაობრივ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა და ჩემი გუნდი ვარჯიშებზე თავს არ ზოგავს. 'ტრაბზონსპორი' ტიპიური თურქული კლუბია, რომელიც საკუთარ მოედანზე არავისთვის არაა ხელწამოსაკრავი, დარწმუნებული ვარ, მათი გულშემატკივრები 90 წუთის განმავლობაში დაუჭერენ მხარს." ამის შემდეგ ბოსნიელი სპეციალისტი ახალგაზრდების თემასაც შეეხო და თქვა, რომ მათ ნელ-ნელა მიეცემათ შანსი. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლორიკ კანამაც: "'ტრაბზონსპორი' დიდი ტრადიციების გუნდია. რთული მატჩი გველის, მაგრამ მოსაგებად მზად ვართ. გვაკრიტიკებენ? ეს კარგია, ესე იგი ხალხს ჩვენზე გული შეტკივა".
"ლაციოს" მიერ ევროპის ლიგაზე ჩატარებული 6 მატჩიდან 5-ში - 3-ზე ნაკლები გოლი გავიდა. ეს გუნდები აქამდე 1994-95 წლების სეზონში შეხვდნენ. მაშინ "ლაციომ" მეტოქე ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. სულ ამ გუნდმა თურქეთში 5 შეხვედრა ჩაატარა, 3 მოიგო და 2 წააგო, ბურთების შეფარდება 6:5ზე რომაელთა სასარგებლოდ. რაც შეეხება "ტრანზონსპორის" საკუთარ მეოდანზე იტალიურ გუნდებთან დაპირისპირებას, გამართული 4 შეხვედრიდან 1 მოიგო, 2 ფრედ დასრულდა, 1ხელ კი დამარცხდა. ბურთების შეფარდება 4:4. უკანასკნელად ტრაბზონელები მილანის "ინტერს" ეთამაშნენ ფრედ 1:1 (2011/12 წლების სეზონი, ჩემპ. ლიგა).
ტრაბზონი - ლაციო preview.ge
ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დედები მოვდღან.
მონებო
✙ “لقد كان في وسعي أن أقضي على كل يهود العالم ولكني تركت بعضا منهم لتعرفوا لماذا كنت أبيدهم” 卐
მე ისევ მიკვირს ამპარტავნება უგუნურ თავთა
გაუმაძღრობა ძალაუფლებით უთანასწორო ბედის მორევში © ნ.დ.