საღოლ ბიჭებს ცალი ფეხით მოვუგეთ კიევოს.
გაგვიმართლა ცოტა პირველ ტაიმში მაგრამ უფრო მეტად ფეხბურთელების თავისუფალი და დამაჯერებელი თამაში მომეწონა....
ასე ბოლოს როდის ვისიამოვნე ფეხბურთის ყურებით მთელი მეორე ტაიმი არც მახსოვს, მემგონი არც არასდროს.
იგრძნობოდა აშკარად რომ სამი თავით მაღლა ვიდექით და ცოტას მომატების შემთხვევაში კიდევ შევაგდებდით, თანაც იმას დავაკვირდი რომ ასე თავისუფლად უფრო გამოსდით ფეხბურთელებს თამაში ვიდრე როცა დაძაბულები არიან და გოლის გაშვების ეშინიათ...
ედერსონი რომ ედერსონია იმანაც კარგად ითამაშა და ბოლოსკენ სწორად შეცვალა პეტკომ, მაგრამ კლოზე უნდა შეეცვალა მინიმუმ მე-60 წუთის, მისი გადანახული ძალები შემდგომში გამოგვადგება, ფლოკარისთვის უნდა მიეცა შანსი რომ ევროპა ლიგისთვის მზად იყოს.
ლედესმა იყო ძაან დამაჯერებელი, პირლოს დონის მატჩი ჩაატარა, ონაზიმაც საკაიფოდ იყომარა ძაან, მარტო ის პასი რად ღირს ლულიჩზე იდეალური ჩანაფიქრი იყო რომელიც უნაკლოდ გამოუვიდა. ასევე ლედესმას პასი მეორე გოლზე (დაჟე კავანდამ გაიტანა იკაიფეთ

)
ერნანესის არყიფნა სულაც არ იგრძნობოდა, ედერსონი შარშანაც ავღნიშნე უფრო მეტადაა დაგეშილი კარზე, იქნებ ჩადგეს ბოლოს და ბოლოს ფორმაში და გაიხსენოს ლიონისებური ყომარი. მე უფრო ანდერსონის იმედი მაქვს მაგ პოზიციაზე და არ მესმის რატომ არ შემოიყვანა მის მაგივრად, ამაზე კომპორტული ანგარიში როდისღა უნდა გვქონდეს ახალწვეულებისთვის შანსის მისაცემად? რად უნდოდა მე-80 წუთზე გონსალესის შემოყვანა?
კეიტას დებიუტი გამიხარდა მაგრამ დაგვიანებული იყო ძალიან.
ამ სიანის რა სჭირს როგორი დიდი იმედი მქონდა მაგისი, მაგარი არეული თამაშობს და ელემენტარულებში ცდება ხოლმე, დამაჯერებელიც აღარაა, ნდობას რომ ვერ გრძნობს ფსიქოლოგიაზე იმოქმედა ეტყობა, ასეთ უწყონარ მატჩებში რომ შეცდები სხვებში რას იზამ. სამაგიეროდ ძაან მონდომებულია ცანა და კლასნადაც თამაშობს.
როგორ მინდა ან სიანიმ ან ნოვარეტიმ თავი გამოიჩინონ, ბიავა უკვე ძაან დაგვიბერდა და დიასის იმედი აღარ მაქვს.
კავანდამ გოლიც გაიტანა და რიგ ეპიზოდებში საკმაოდ კარგად ითამაშა შეტევაში და დაცვაშიც უმეტეს წილად მაგრამ მაინც რატომღაც არ ვენდობი სულ შიში მაქვს მისი.
ერთ ეპიზოდში ჩააბარა კიდეც ბურთი მეტოქეს და კინაღამ გაგვიტანა პალოცკიმ. და იყო კიდევ რიგი მომენტები არადამაჯერებელი თამაშის.
კონკოს აშკარად ეტყობა რომ ჯერ არაა ფორმაში, ან ის ვერ გავიგე ფლანგები რატომ შეუცვალა პეტკომ და მარცხნივ რატომ დააყენა კონკო? არც მინახავს კონკო ამდენხანს რადუს ადგილას....
ჩემი აზრით სანამ დაბრინდება რადუ მის ადგილას სჯობს ლულიჩი დავაყენოთ და ლულიჩის ნაცვლად კიდე ნახევარდაცვის ცენტრის შემტევი ნაწილი დავტვირთოთ იგივე ედერსონით, და როცა დაიღლება ჩავანაცვლებთ ხოლმე.
მატჩის გმირი კი ჩემი აზრით კანდრევაა ნაკრების თამაშებმა არათუ დაღალა პირიქით ახალი ძალა მისცა და კლასშიც მომატბული აქვს თითქოს, უფრო დამაჯერებლად თამაშობს და იმდენს აღარ თხაობს, თანაც ბოლოსკენ თავზე რომ გადაუგდო და მასხრად აიგდო კიევოს ფეხბურთელები ის იყო ამის ყველაზე დიდი დასტური....
კლოზე შედის ნელ ნელა ფორმაში, მაგრამ თითქოს უფრო დამზიმებული მეჩვენება. ფლოკარიც უნდა შევაჩვიოთ ნელ ნელა სასტავს უთამაშებელი ვერაფერში გამოგვადგება.
საერთო ჯამში კი მიუხედავად დამაჯერებელი გამარჯვებისა შეცდომებიც გვქონდა და უფრო კლასნი გუნდი მინიმუმ 2 გოლს გაგვიტანდა, ეს საგანგაშო სიგნალებია და საჭიროა ამაზე მუშაობა თორემ აუცილებლდა იჩენს თავს მომდევნო მატჩებში.