უეფამ უკრაინული საფეხბურთო კლუბი ხარკოვის “მეტალისტი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან მოხსნა.
უეფამ ასეთი გადაწყვეტილება, მას შემდეგ, მიიღო, რაც ლოზანის სპორტული არბიტრაჟის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს “მეტალისტი”-“კარპატის” (4:0) მატჩი “ჩაწყობილი” იყო. ამის შესახებ, უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
უეფას სააპელაციო ინსტანციამ “მეტალისტის” მიერ გაგზავნილი ყველა დოკუმენტი განიხილა, ასევე, უეფას სადისციპლინო კომიტეტის ინსპექტორის მიწოდებულ მასალებსაც გაეცნო. შედეგად, უეფამ გადაწყვიტა, რომ “მეტალისტი” 2013-2014 წლების სეზონში ევროთასებზე აღარ ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება ხარკოველებმა ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს.
გარდა ამისა, უეფას გადაწყვეტს “მეტალისტის” დისკვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდზე როგორ იმოქმედებს. შეგახსენებთ, რომ მე-3 რაუნდში ხარკოველებმა გათამაშებს ბერძნული პაოკ-ი გამოთიშეს და პლეი ოფში გერმანულ “შალკეს” უნდა შეხვედროდნენ.
შალკეს იღბალა დედ ა#####ან

...........................................................
.........................
............
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია უეფა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბების დანახარჯებს დიდი ყურადღებით აკვირდება.
Reuters-ის ცნობით, უეფაში მოხიბლულები არიან “მონაკოს”, “მანჩესტერ სიტის”, პსჟ-ს და სხვა კლუბების დანახარჯებით და კლუბებს ფინანსური ფეარ პლეის კანონს ახსენებენ.
“პატარა და დიდი კლუბებისთვის წესი ერთნაირია. ყველას ვაფრთხილებთ, რომ ეს კანონი ყველას “უკბენს”, ვინც მის დარღვევას განიზრახავს. უკვე მომავალი სეზონიდან, კლუბები ვეღარ დახარჯავენ იმაზე მეტ თანხას, რასაც გამოიმუშავებენ. თუ კლუბები განაგრძობენ ტრანსფერებზე დიდი ოდენობით თანხის ხარჯვას, აუცილებლად იქნება სანქციები - გაფრთხილება, ჯარიმა და დისკვალიფიკაცია. აუცილებელია ყველამ შეიგნოს, რომ ფინანსური ფეარ პლეი არა კლუბების დასასჯელად, არამედ მათ დასახმარებლად შემოვიღეთ” – განაცხადა უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ.