მდას აქ რა ამბები ტრიალებს თურმე

ის რასაც რუნი აკეთებს სწორი არ არის და გამართლება მგონი არც ააქვს.
ტიპს რომ 2010 მდე ეთქვა მე წასვლა მინდა, იმიტომ რომ არასწორაად ვითარდები და რონალდოს ჩრდილიდან ვერასდრო ამოვალ და ჩემ პოზიციაზე არ მათამაშებთ და ა.შ. კიდევ გასაგები იქნებოდა მისი პოზიცია, თუმცა ეს ასე არ მომხდარა

ფაქტი:
1.რუნიმ წასვლა მოითხოვა 2010 წელს თუ არ ვცდები სექტემბერში ან ოქტომბერში და მიზეზად მოიყვანა გუნდის მხრიდან ამბიციის ვერ დანახვა
2. ფერგის ან თავისი პრინციპისთვის უნდა გადაებიჯებინა (არავინ დგას კლუბზე მაღლა) ან რუნი გაეშვა
შედეგი:
1. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მას ხელფასი მოუმატეს და გავრცელებული ინფორმაციით ის შეადგენს 250000 ფუნტს კვირაში
2. იმ წელს იუნაიტედი ლიგის ფინალში გავიდა და მე-19 გახდა ინგლისის ჩემპიონი !
3. ფერგიმ თავის პრინციპს გადააბიჯა (გაფრთხილება - ის ამას არავის პატიობს)
ჩემი აზრით:
1. ის რაც რუნიმ გააკეთა იყო შანტაჟი ხელფასის მომატების მიზნით და მეტი არაფერი ! ნახა რა რომ გუნდი ძალიან იყო მასზე დამოკიდებული (წინა სეზონიდან გამომდინარე) და გადაწყვიტა ასეთი ხერხისთვის მიემართა. კი ბატონო ქონდა უფლება ხელფასის ზრდაზე ეფიქრა, მაგრამ მაშინ პირდაპირ უნდა ეთქვა რაც ხდებოდა და არა ასეთი დებილიზმი გაეკეთებინა !
2. ფერგი ამას ასე არ დატოვებდა, ამიტომაც სიტუაცია მოამზადა (ნელ-ნელა შეაჩვია გუნდი რუნის გარეშე თამაშს, იყიდა მაღალი დონის ცენტრ ფორვარდი პერსის სახით) და მერე გაავრცელა ინფორმაცია რომ რუნიმ ტრანსფერი მოითხოვაო (რომელიც ვერც ვერავინ დაადასტურა და ვერც უარყო

) და ამით იმიჯი გაუფუჭა გულშემატკივრებში (აქვე გავიხსენოთ რუნის სიტყვები - 2010ში შეცდომა დავუშვი და ასეთი რამ აღარასდროს განმეორდებაო (შინაარსი იყო ასეთი )).
ხოდა რატომ ამართლებთ რუნის ვერ ვგებულობ

მოქცეულიყო თავის დროზე ნორმალურად და არ იქნებოდა საგინებელი !
მართალია ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ რაც უნდა ის უქნია თუ უნდა დარჩეს და თუ უნდა წავიდეს !