ბათუმში, რამდენიმე წიგნის მაღაზიაში „ზედმეტად ისეთი, აი, ეროტიკული“ სცენების გამო, კონსულტანტებს მკითხველამდე არ მიაქვთ კოელიო და უელბეკი
„ვცდილობ მსგავსი შინაარსის წიგნები მყიდველამდე არ მივიტანო. უფრო სწორად, როცა რჩევას მეკითხებიან, სხვა, უკეთეს წიგნებს ვურჩევ და არა ამას.“
დავით ბარამიძე გვიხსნის, რომ მაღაზიაში ყველა კონსულტანტი მამა ბასილის ლოცვა-კურთხევით ხვდება:
„ჩემი ოჯახი მამა ბასილის მრევლია და მასთან ახლო ურთიერთობა გვაქვს.
დავითი იხსენებს ფაქტს, როცა კონსულტანტებმა მაღაზიაში ერთ-ერთი წიგნი საკუთარი ხელფასით იყიდეს და მკითხველამდე რომ არ მიეტანათ, დაწვეს:
„რამდენიმე წლის წინ თბილისიდან ზაზა ბურჭულაძის „ხსნადი კაფკა“ ჩამოვიტანე. მხოლოდ 10 ეგზემპლარი, რადგან ახალი გამოსული იყო და ბევრის წამოღებას მოვერიდე, მაინტერესებდა როგორ მიიღებდა მკითხველი. რამდენიმე ხანში შევნიშნე, რომ თაროზე ეს წიგნები აღარ ეწყო, ვიფიქრე, რომ გაიყიდა და ისევ ჩამოვიტანე. კონსულტანტმა გოგონებმა რომ დაინახეს, შემომჩივლეს, თუ კიდევ ჩამოიტან, მომავალ თვეში უხელფასოდ დავრჩებითო. თურმე, გადაუთვალიერებიათ და ამდენი ეროტიკული სცენა რომ ნახეს, თავიანთი ხელფასით იყიდეს და დაწვეს. მე თუ მკითხავთ, სირცხვილიცაა რელიგიური თემატიკის წიგნებთან ასეთი ლიტერატურის დადება,“ - ამბობს დავითი.
ნეტგაზეთზე იდო