საზღვაო საუბარი ესპანელებსა და ამერიკელებს შორის
რეალური საუბრის ჩანაწერი ამერიკელებსა და ესპანელებს შორის 106–ე ნავიგაციური არხის ექსტრემალური საზღვაო სიტუაციების სიხშირეზე ფინისტერის სრუტეში, 1997 წლის 16 ოტრომბერს:
ესპანელები: (შიშინი უკანა ფონზე)… ლაპარაკობსA-853, გთხოვთ მობრუნდეთ 15 გრადუსით სამხრეთით, რათა აიცილოთ ჩვენთან შეჯახება. პირდაპირ ჩვენსკენ მოცურავთ, მანძილი 25 საზღვაო მილი.
ამერიკელები: (შიშინი უკანა ფონზე)… გირჩევთ თქვენ გადაუხვიოთ 15 გრადუსით ჩრდილოეთისაკენ, რათა აიცილოთ შეჯახება.
ესპანელები: პასუხი უარყოფითია. გიმეორებთ, მობრუნდით 15 გრადუსით სამხრეთისაკენ რათა აიცილოთ შეჯახება.
ამერიკელები: (სხვა ხმა) თქვენ გელაპარაკებათ ამერიკის შეერთებული შტატების გემის კაპიტანი. გადაუხვიეთ 15 გრადუსით ჩრდილოეთისაკენ რათა აიცილოთ შეჯახება.
ესპანელები: ჩვენ თვქენს წინადადებას არაადექვატურად და შეუძლებლად მივიჩნევთ. გირჩევთ სამხრეთით მობრუნდეთ, 15 გრადუსით, რათა არ შეგვეჯახოთ
ამერიკილები: (ხმამაღალ ტონალობაში)…თქვენ გელაპარაკებათ რიჩარდ ჯეიმს ჰოვარდი, ამერიკის სამხედრო–საზღვაო ფლოტის სიდიდით მეორე სამხედრო ავიამზიდ USS LINCOLN–ის კაპიტანი. ჩვენ თან გვახლავს 2 კრეისერი, 6 გამანადგურებელი, 4 წყალქვეშა ნავი და სხვა დამხმარე გემები. მე თქვენ კი არ გირჩევთ, არამედ გიბრძანებთ, შეცვალოთ თქვენი კურსი 15 გრადუსით ჩრდილოეთისაკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ყველა აუცილიბებლ ზომას ჩვენი გემების უსაფრთხოების დასაცავად. დაუყონებლივ გაეთრიეთ ჩვენი კურსიდან.
ესპანელები: თქვენ გელპარაკებათ ხუან მანუელ სალას ალკანტრა. ჩვენ ორნი ვართ. თან გვახლავს ძაღლი, ვახშამი, 2 ბოთლი ლუდი და იადონი, რომელსაც ძინავს. ჩვენ გვეხმარება რადიოსადგური Cadena Dial de La Coruna და 106 ექსტრემალური სიტუაციების არხი. არსად გადახვევას არ ვაპირებთ იმის გათვალისწინებით, რომ ვიმყოფებით ხმელეთზე და წარმოვადგენთ ესპანეთის სანაპიროს საზღვაო შუქურა А-853–ს. წარმოდგენა არ გვაქვს, სიდიდით მერამდენე შუქურა ვართ ესპანეთში. შეგიძლიათ მიიღოთ ყველანაირი #### ზომები და რაც გინდათ, ის გააკეთოთ თქვენი #### გემის უსაფრთხოებისთვის, რომელიც მალე ნაფოტებად იქცევა კლდესთან შეჯახების შედეგად. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაჟინებით მოვითხოვთ, შეასრულოთ ყველაზე კეთილგონივრული ქმედება: მოაბრუნოთ გემები 15 გრადუსით სამხრეთისაკენ.
ამერიკელები: ოკ, მიღებულია.