ისტორიას რომ გადავხედოთ, სამხრეთ ამერიკელი მწვრთნელებიდან, უდიდესებით დავიწყოთ
ერერა დაბადებით იყო არგენტინელი, სხვა ყველაფერი ევროპული ქონდა
იქ დიდებისთვის, სტაბილე იქნება თუ ზაგალო, არასდროს მიუნდვიათ ევროპული კლუბი, არც სიტყვაზე ტელე სანტანასთვის თუ პეკერმანისთვის
სკოლარის მისცეს და ვერაფერი, სად სკოლარი და სად ტატა მარტინო, რაშიც გინდა ფორას მისცემს
პარეირამ ვერ აათამაშა ვალენსია, ტაბარესი ჩაფლავდა ევროპაში, მატურანა (გვარდიოლაზე დიდი გავლენის მომხდენი) ასევე ესპანეთში)
ბიანკი ვერც რომას შეეგუა, ვერც ესპანეთს, ამაზე ბიელსა მახსენდება, ორივეჯერ ისე წავიდა აქედან რომ მაგისი საქმე არაა აქ ყოფნა

. ბიანკი/ბიელსას შემდეგ აზრად მოგდის ბასილე, კატასტროფა იყო ატლეტიკოში
ბილარდოზე არაფერია სალაპარაკო ესპანეთში, ჩხუბის მეტი არაფრით გამოუჩენია თავი
ლორენსო ვახსენე, ერთადერთია ვისაც წარმატება ქონდა იქითაც და აქეთაც, მაგრამ ამას გამოცდილებაც ქონდა ესპანური ფეხბურთის
ლორენსოზე მეტად ალბათ კუპერი იყო იდეალური ევროპული საკლუბო ფეხბურთისთვის, მაგრამ გრანდებში გაამართლაო ვერ ვიტყვით, მაინც მალიორკაა მაგისი მწვერვალი
ახლა პელეგრინი, ეს ორი გრანდები არ არიან მაგრამ კარგად მოერგნენ აქაურობას
რა ვიცი, ვინემ დამრჩა ვინც აქ გაქაჩა ასეთ დონეზე? გრანდებს არ გაუქაჩავთ, შედარებით ,,ლოკალურებმა" კი და ისიც ისე რომ ბარსას არ აკმაყოფილებს პრინციპში
წვრილი თევზები კი იყვნენ წარმატებული ესპანეთის პატარა გუნდებში, მაგრამ ეგ უკვე სასაცილო იქნება ჩამოვთვალო, იცინებენ აქ

რეალურად ველოსიპედის გამოგონებაა ტატა მარტინო. პელეგრინი ასი თავით მირჩევნოდა ამას, თუ შეგვეფერება იქიდან ისევ პელეგრინი თავისი სტილით. სკოლარიც ალბათ მაგრამ ეს ჩეიძლება ჩაფლავდეს, აშკარად სამხრეთ ამერიკელი მაურინიოა როცა უჭირს

(ვინც გრემიოზე იცის, ის არ შემეკამათება

)
მიმაგრებული სურათი