მადრიდის "რეალში" გატარებული რვა სეზონის შემდეგ, ხოსე მარია კალეხონი მადრიდისტებს სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა. ესპანელმა მათ მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ წლების განმავლობაში იღებდა.
"მსურს ეს შეტყობინება ყველა იმ ადამიანს გავუგზავნო, რომელიც მადრიდის "რეალს" უჭერს მხარს ან ამ კლუბთან კავშირი აქვს. მინდა ვთქვა "მადლობა" და არა "ნახვამდის", რადგან ჩვენ ისევ შევხვდებით".
"მსურს მადრიდის "რეალს" მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ის ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და იქნება, რადგან ეს კლუბი დამეხმარა როგორც სპორტსმენს და ადამიანს".
"მადლობას ვუხდი ამ შესანიშნავ კლუბს და ქომაგებს გაგებისთვის, მხარდაჭერისა და ჩემდამი სითბოს გამოხატვისთვის".
"მადლობას ვუხდი პრესას გაგებისა და პატივისცემისთვის".
"განსაკუთრებული მადლობა მსურს ვუთხრა ყველა იმ მათგანს, რომელიც "რეალისთვის" მუშაობს: პრეზიდენტს, პერსონალს, მწვრთნელებს და ყველა იმ მათგანს, ვინც კლუბშია, განურჩევლად იმისა, იცნობს თუ არა მას ფართო საზოგადოება".
"ბოლოს, მსურს ვთქვა, რომ აქ ჩემი ცხოვრების რვა დაუვიწყარი წელი გავატარე და თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ მოედანზე სრულად ვიხარჯებოდი, რათა კლუბისთვის ის ნაწილი მაინც გადამეცა, რაც მან მომცა".
"ამიტომ, ნება მომეცით ყველას ისევ გითხრათ "დიდი მადლობა".
მაგარი კაცია კალე იმედია მაგრად ათამაშდება მაგრად გამისწორდება