ბრაზილია განაგრძობს მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისათვის. ნაკრები ცდილობს რაც შეიძლება მეტი ამხანაგური შეხვედრა ჩაატაროს, რადგან რეგლამენტის მიხედვით მასპინძელი გუნდი შესარჩევ ჯგუფში არ მონაწილეობს. მისმა მეტოქემ ავსტრალიამ კი უკვე დაიბევა საგზური მუნდიალზე და ახლა საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში ცდილობს დონის ამაღლებას. შეხვედრა სან პაულოში, სტადიონ 'მორუმბიზე' ჩატარდება, რომლის ტევადობაც 73,500 მაყურებელია.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრები თითოეულ შეხვედრას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, რადგან გუნდს სწორად დაკომპლექტება და შეთამაშება სჭირდება. ეს არ გამოუვიდა მანო მენეზეშს, შედეგად ნაკრებში ლუიშ ფელიპე სკოლარს უხმეს, რომელმაც ნაწილობრივ უკვე გაამართლა გულშემატკივართა იმედები და კონფედერაციის თასი მოიგო. თუმცაღა, მას მთავარი გამოცდა მუნდზიალზე ელის. 'სელესეაო' ყველა მატჩი გამარჯვებისთვის იბრძვის და მათი გულშემატკივრები ყველა მარცხს ტრაგედიად აღიქვავენ. პენტაკამპეონემ წინა ამხანაგური შეხვედრა შვეიცარიასთან დათმო, თან ისე, რომ გოლის გატანაც ვერ მოახერხა და თუ დღესაც დამარცხდებიან, სკოლარის კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდება. ნაკრებს ვერ დაეხმარება ფრედი, მის ნაცვლად ალეშანდრო პატოა გამოძახებული, რომელმაც მოსალოდნელ მაჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: "ჩემთვის მთვარია, რომ აქ დავბრუნდი, რაც ყველა ფეხბურთელის მიზანია. ვითამაშებ თუ არა, ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია". აგრეთვე ნაკრებს დაუბრუნდა გამოცდილი მცველი მაიკონი, რომელმაც შემდეგი რამ განაცხადა: "მორალურად საკმაოდ რთული იყო ჩემთვის, რომ ნაკრებში ვერ ხვდებოდი, მაგრამ ვიბრძოლე და მიზანს მივაღწიე. ამისთვის მადლობა სკოლარის". ჩელსის ახალგაზრდა ნახევარმცველმა ოსკარმა აღნიშნა: "ავსტრალიელები ფიზიკურად ძლიერები არიან, მატჩის განმავლობაში ბევრი სამუშაო გვექნება. ჩვენ ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც კონფედერაციის თასზე და დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება".
ავსტრალიის ეროვნული ნაკრები ბოლომდე იბრძოლებს ამ შეხვედრაში, რადგან ბრაზილისთან თამაში ყველა ფეხბურთელის დიდი მოტივაციაა. გუნდს ნიუ იორკის "რედ ბულის" ნახევარმცველი ტიმ კეჰილი და მოსკოვის "დინამოს" მცველი ლუკ ვილშერი დააკლდებიან. სხვა მხრივკი ნაკრები საბრძოლო შემადგენლობით არის. ამ მაჩთან დაკავშირებით ისაუბრა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და მეტად გამოცდილმა მაკერამ მარკ შვარცერმა: "ჩვენ ვთამაშობთ ბრაზილიაში და ეს ძალიან კარგია - მეტ გამოცდილებას მივიღებ, შევეჩვევით გარემოს. გავიგებთ თუ რა დონეზე ვიმყოფებით. თუმცა, მარტო შესაჩვევად არ ჩამოვსულვართ. ჩვენი მიზანი ტაქტიკური და სქემების დახვეწასთან ერთად შედეგიც არის. თუმცა მეტოქე ძალიან ძლიერია, მათ ჰომ დამსახურებულად მოიგეს კონფედერაციის თასი, სადაც ფინალში პირწმინდად დაჩაგრეს ესპანელები. ეს არის კარგი გამოწვევა და ჩვენ გამოწვევას ვღებულობთ".
ბრაზილიისა და ავსტრალიის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან. 2-ჯერ 'სელესეაომ' მოიგო, ერთხელ ავსტრალიელებმა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.
ურთიერთშეხვედრები :18 ივნისი, 2006 - ბრაზილია 2:0 ავსტრალია
9 ივნისი, 2001 - ავსტრალია 1:0 ბრაზილია
21 დეკემბერი, 1997 - ბრაზილია 6:0 ავსტრალია
14 დეკემბერი, 1997 - ავსტრალია 0:0 ბრაზილია
მაქსიმალური კოეფიცენტები :ბრაზილიის მოგებაზე: 1.20 (William Hill)
ფრეზე: 7.89 (Pinnacle Sports)
ავსტრალიის მოგებაზე: 20.57 (Pinnacle Sports)
ჰანდიკაპის ზღვარი: +/- 2.25 (ბრაზილიის სასარგებლოდ)
წინა შეხვედრების მიმოხილვა :ბრაზილია 0:1 შვეიცარია
ავსტრალია 3:4 ჩინეთი
გუნდების ინფო: [/u] [u]სავარაუდო შემადგენლობები: წყარო:
http://www.preview.ge/news/amkhanaguri_bra...a/2013-09-07-32