კარგი რა ნახევარმცველების კლასით და ღირებულებითაც აშკარად გჯობივართ.
ერნანესის ფასი ღირს მთლიანად თქვენი ნახევარდაცვა.

გუარინში არამგონია ვინმემ 10 ლიმონზე მეტი გადაიხადოს და ისედაც ახლოსაც ვერ მივა ერნანესთან ტყუილად ადარებ.
უფრო შეიძლება კანდრევას შეადარო თავისი ჟილკით და შორეული დარტყმებით.
კამბიასო უკვე დაბერდა მაგრამ ამ სეზონს გამოცდილების ხარჯზე მაღალ დონეზე ჩაატარებს, ჩემი აზრით ყველაზე მაღალი დონის ნახევარმცველი ეგ გყავთ მაინც.
ალვარესი კი ბატონო ძაან ნიჭიერია მაგრამ არასტაბილურია და დღესვე ნახავთ ამ სეზონში მის პირველ ჩავარდნით თამაშს.
კოვაჩიჩზე და ტაიდერზე დაყრდნობა დაახლოებით იგივეა როგორც მე ფელიპე ანდერსონს დავეყრდენი. მე მგონია რომ ტაიდერი უფრო გამოგადგებათ, მაგრამ ჯერ მაინც ბოლონიას დონეა. უნდა გაიზარდოს.
ონაზის ეცინე და 10 ლიმონს იხდიდნენ პრემიერლიგის გუნდები, დიდი პოტენციალი აქვს ამ ბიჭს ჯერ მხოლოდ ოცი წლისაა და სტაბილურად თამაშობს ნიგერიის ნაკრებში. ობი რომ უკეთესი ყოფილიყო გუნდში იქნებოდა და პარმაში არ გაანათხოვრებდით.
ედერსონის და კუზმანოვიჩის შედარებაზე გეთანხმები, მაგრამ ედერას მაინც უფრო მეტი პოტენციალი აქვს და ბევრად უკეთესი ფეხბურთელიცაა უბრალოდ ტრამვებმა გატანჯეს.
ფლანგებს რაც შეეხება მაცარი სხვა სქემით თამაშობს, ასეთივე სქემაში ჩვენს ლულიჩთან და კონკოსთან კლასით ვერცერთი თქვენი ფლანგელი ვერ მივა. ასევე რადუ არ დაგავიწყდეთ მასეთი მცველი საერთოდ არ გყავთ არცერთი. მარტო ლულიჩი ღირს მთელი თქვენი ფლანგები.
ისე პერეირა და ვოლასი საერთოდ რამ დაგაწერინა, პერეირა ინტერის დიდი შეცდომაა და აღიარა ეგ ყველამ, ჯონათანი კი ბატონო ორ ტურში გამორჩეული იყო მაგრამ ჯერ ჯერობით რაიმე შორს მიმავალ გეგმებს მაინც ნუ გააკეთებთ მაგასთან დაკავშირებით. ნაგატომო კი ბატონო გეთანხმები სტაბილურია და ერთ ერთი ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა ინტერში, მიუხედავად იმისა რომ ვაღიარებ ნაკლებად მჯეროდა მისი კარგი ფეხბურთელობის.
ცენტრალურ დაცვაზე გეთანხმები, კამპანიარო მართლა მაგარი შენაძენია მიუხედავად იმისა რომ ასაკშია სამუელს აშკარად ჯობია ეხლა.
ჟუანიც მაგარია კი ბატონო, მაგრამ გაუვალი დაცვა არც თქვენ გყავთ.
ნოვარეტი და ბიავა კი უფრო ზამენის მცველები არიან ისე როგორც სამუელი და კივუ. ასნავნოი მცველი წელს კანა უნდა იყოს და იმედი მაქვს რომ ან ნოვარეტი და ან სიანი მინიმუმ ჟუანის დონეს გაქაჩავენ. დიასი უკვე თქვენი სამუელის პონტშია ზედმეტი წონით და უმოტივაციოდ. აი ბიავა მინიმუმ ნახევარ თამაშებში ითამაშებს და ეგ სულ სტაბილურია და არც არავის დასაცინი აქვს რამე.
მეკარეები დაახლოებით თანაბარი დონის გვყავს...
აი პალასიო რომ გვყავდეს სამეული ჯიბეში გვექნებოდა მაგრამ კრიჟნობს ეს დედა #####ული პრეზიდენტი.

მაგრამ იმედი მაქვს კლოზე ამ სეზონსაც უმაღლეს დონეზე ჩაატარებს და ტრამვას არ მიიღებს.