აუ,2+2+4 დებილიც კი მოხვდება,რომ პალასიოს ადგილი აღარ არის ძირითადში და კუზმანოვიჩი საერთოდ ბუნების შეცდომაა!
როგორც კი ეს ორი გაიყვანა,რა კანფეტივით ათამაშდა გუნდი!!! კოვაჩიჩი უკვე ვარსკვლავია,არა მომავალი და მზარდი და ა.შ. - რაკეტასავით გარბის და ტვინით არის სავსე!
ალვარესმა დაგლიჯა,ფანტასტიურად ითამაშა - რაღაცნაირი სხვანაირია,გრძელი და მოუქნელი,მაგრამ მაგარი ტექნიკური და ჟილკიანი! პასი იცის და მეტი რა გვინდა?!
გუარინი რა ცუდიც პირველ ტაიმში იყო,ისეთი კარგი იყო მეორეში!
იკარდიზე კი წუწუნი აღარ გავიგო

- ძალიან მაგარი ბავშვია და ეს ძალიან მაგარი ცენტრფორვარდი დადგება!
დაცვამ მთლიანობაში 4+ ითამაშა - ის ერთი მომენტი იყო,კუცკა რომ შევარდა მარცნიდან,იქაც ჯონათანს ჩამოეძინა,რიკოშეტი იყო და არავინ ელოდებოდა,რომ ბურთი მაქეთ გადავარდებოდა...
ტაიდერი სულ ორჯერ შეეხო ბურთს და ორივეჯერ შეეტყო,რომ აზრზეა ბურთის,ამისი იმედიც მაქვს...
მოკლედ,არაა პრობლემა რომ ბოლომდე ახალგაზრდებს ენდოს მაცარი,მიამატე ამათ პალასიო და კამპანიარო და კარგი გუნდი ვართ! ნუ,მილანზე ბევრად უკეთესები რომ ვართ,უკვე ჩანს

პ.ს. ჯონათანს ნუღარ აგინებთ

ცოტა შტერია ეტყობა,მაგრამ გადასაგდები ბიჭი არაა