კარში არ დაურტყამს ჯენოას, ჰანდას საქმე არ ჰქონია. ერთადერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა მაშინ, როდესაც კუჩკა გაეპარა ჯონათანს.
დაცვაში ჟუანს გამოვყოფდი, საუკეთესო იყო. რანოკია და კამპანიარო კარგად ერთვებოდნენ შეტევებში.
ნაგატომო სუსტი იყო პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში ძველი ნაგატომო გახდა.
ჯონათანს ყველაზე მეტს მე ვაგინებდი მგონი, აშკარად გამოსწორების გზაზეა, საგოლე პასის გარდა (რიკოშეტი იყო, არ ვიცი ჩაუთვალეს თუ არა) ყველაზე აქტიური იყო ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში. მოკლედ ფლანგებზე კატასტროფული სიტუაცია აღარ გვაქვს მგონი. ვოლასიც გვყავს და კაპიტანიც, მთავარია ჯონიმ ასე გააგრძელოს, იუტო კი ფორმაში შევიდეს.
გუარინი იყო ინერტული, მეორე ტაიმში საგრძნობლად მოუმატა, ორივე გოლში თავისი წვრილი შეიტანა.
პალასიო არ ჩანდა, მაგრამ როგორც კი შანსი მიეცა გამოიყენა, მაგრად მევასება როდრიგო.

იკარდიმ შემოსვლის შემდეგ გაამწვავა თამაში, იმსახურებდა ერთ გოლს. რიკი პროდუქტიული იყო, ბევრი იმუშავა.
უარყოფითი შემიძლია ვთქვა კუზმანოვიჩზე და კამბიასოზე. კუზმა აშკარად არ არის ინტერის კალიბრის ფეხბურთელი, არ არის ნიჭიერი და ვერ მოუმატებს თამაშს. ни рыба ни мясо ფეხბურთელია, არც არაფერს აფუჭებს და არც ქმნის. კამბიასო აშკარად დაბერდა, სისწრაფე საერთოდ არ აქვს, პასებშიც წუნი აქვს, ანელებს გუნდის შეტევებს. მატეო კი პირიქით, შემოვიდა თუ არა გუნდს სისწრაფე მოემატა.
ტაიდერს ვაკვირდებოდი რითიც საშუალება მქონდა, ბოლოს შემოვიდა და ოთხჯერ დამამახსოვრა თავი, ორჯერ ჩაშალა ჯენოას კონტრ-შეტევები, ერთხელ ორიგინალურად მოატყუა მეტოქე და ერთხელ არაზუსტად დაარტყა კარში. მოკლედ ერთი შეხედვით ჩანს, რომ ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა, გარგანოზე ბევრად ტექნიკური.
მინდა შევაქო მაცარი, გუნდს მართლაც ეტყობა მისი ხელი. მთელი თამაში ინტერი დომინირებდა, თამაშობდა პირველ ნომრად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ესეთი რამ იშვიათად მახსენდება.

მოკლედ სტრამასგან განსხვავებით თამაშის ხარისხიც დადო და შედეგიც. იმედია ასე გააგრძელებს.

შემდეგ ტურში გასვლაზე კატანიასთან წამოვიღოთ სამი ქულა, სექტემბრის შუა რიცხვებში კი საყლევეთს ექვსი ქულით დავხვდეთ მეაცაზე. ამ დროს კაპიტანი და პრინციც შემოგვიერთდებიან.
FORZA INTER!