არანაირი ეიფორია. აი დაწერა აგერ ბაირამდუდუკმა და პრინციპში ვეთანხმები.
ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, როგორ ინგრეოდა 2010 წლიდან დღემდე ნაბიჯ-ნაბიჯ ეს გუნდი, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და მოთმინებით შევხედოთ ყველაფერს. სრულიად არაადექვატური იქნება ახლა, მოვითხოვოთ ისეთივე ვარსკვლავური გუნდი როგორიც ადრე გვყავდა.
გუნდი დაშლილ დაქუცმაცებული იყო და ყველაფრის აწყობა უნდა მომხდარიყო ნოლიდან.
ძალიან თვალნათლივ ჩანს, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით გუნდი ძალიან სწორ გზაზე დგას. გუნდი ყალიბდება სისტემურ მექანიზმად, სადაც ყველამ იცის თავისი ადგილი და ის თუ რა უნდა გააკეთოს და როდის უნდა გააკეთოს. ყველა იბრძვის და ყველა ცდილობს ტაქტიკური ლიაფსუსები ნულზე დაიყვანოს. მე ვფიქრობ როგორც ყველა ფეხბურთელი, ისევე გუნდი მთლიანობაში, ამ მხრივ აბსოლუტურად სწორად ვითარდება.
არანაირი აუცილებლად მისაღწევი მიზნებით არ ხდება გუნდზე ზეწოლა. არავინ არ ამბობს, რომ აი უკვე გუნდი ვართ და იმათ ასე ვუზამთ ამათ ისეო, ან ამას მოვიგებთ იმას მოვიგებთო, ყველა ჯერ ჯერობით ისევ თავშეკავებულია და ამბობს, რომ სამუშაო ბევრია. ეს კარგია.
იმისათვის რომ სამომავლოდ კარგ გუნდად ჩამოვყალიბდეთ, აუცილებელი ბაზისი, მყარი ფუნდამენტი. აი ამ ფუნდამენტისთვის კი ძალიან კარგად მიდის ყველაფერი.
რა თქმა უნდა არც ჯენოა და არც კატანია, არანაირი მეტრები არ არიან, მაგრამ საწყის ეტაპზე უნდა მივეჩვიოთ ზუსტად ასეთ გუნდებთან მაქსიმალური ქულების ასაღებად და მერე ვიფიქროთ გრანდებთან ჭიდაობაზე. ჯერ არ უნდა შევიქმნათ ილუზიები, რო აი ხვალ იუვეს გადავხლიჩავთ და ასე შემდე, გვეზიზღება თუ არა, იუვე მესამე სეზონს იწყებს, ჩამოყალიბებულ, გამართულ გუნდად, უკვე საკმაო გამოცდილებით და ორი ჩემპიონის ტიტულით ზურგსუკან, ამიტომ ჩვენებისთვის მოთხოვნა მათთვის მოგება უადგილო და არაადექვატური იქნება. მთავარია რომ გუნდმა ყველა თამაშში აჩვენოს მაქსიმალურად ძლიერი და მწყობრი თამაში და სადაც გაგვივა გაგვივა და სადაც ვერა ნუ გავბრაზდებით. აი ამისთვის კი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად ვხედავ, რომ გუნდი ყველაფერს დადებს მოედანზე ყველა თამაშში და მწვრთნელიც ტაქტიკურად გამართUლად იმოქმედებს.
ასეთი მოთმინებით და მწყობრად სიარულით კი აუცილებლად გვექნება შანსი შევიდეთ სამეულში, ბრძოლა ამ მხრივ მოგვიწევს სერიოზული თან, იმიტომ რომ რამდენიმე გუნდი ძლიერი კონკურენტია, უკვე ჩანს. ვნახოთ რა იქნება. ჯერ ჯერობით რაიმე პესიმიზმის ან რა გეიმედებათ და მსგავსი საუბრის აზრს ვერ ვხედავ, ისევე როგორც სკუდეტოს მოგებაზე საუბარი იქნება სულიად არაადექვატური ამ ეტაპზე (თუმცა როგორც გამოუსწორებელ ოპტიმისტს გულის სიღრმეში მაინც სადღაც მაქვს ამის იმედი

).
გუნდმა ნოლიდან დაიწყო და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ამ გადმოსახედიდან.
აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი ვინც ამ ორ თამაშში მონაწილეობას იღებდა (კუზმანოვიჩის გარდა), მე ძალიან მომეწონა.
ნუ ჯონათანის სრულიად საოცარ ფერისცვალებაზე ისედაც ბევრი დაიწერა. დანარჩენებზე ვიტყვი:
დაცვა: კამპანიარო მართლა ძალიან მაგარი შენაძენია, ტაქტიკურადაც და ორთაბრძოლებშიც ძალიან მაგარია, ხასიათიც მებრძოლის აქვს. ჯერ-ჯერობით ძალიან მშვიდი და კარგია რანოკია, არ მინდა შორსმიმავალი დასკვნები დავწერო ამაზე, არ დაითარსოს, ვნახოთ მაცარის ხელში რა იქნება. დაცვის სამეულიდან ყველაზე ნაკლებად ჟუანი მომწონს. სერიოზული არაფერი, მაგრამ შარშანდელთან შედარებით დაკლებული აქვს იმჰო. ძალიან ხშირად ატყუებენ ხოლმე და რამდენჯერმე პოზიციური იაღლიშიც მოუვიდა. უნდა მოუმატოს.
ფლანგები: ჯონათანი ვთქვით და ნაგატომო წინ რამდენადაც კარგია, მგონი ასეთი სუსტი დაცვაში პირველ წელსაც არ იყო. ლეტოა თუ ვიღაცა რამდენჯერმე ძაან ადვილად წამოიგდო მხრებზე. პირველ თამაშშიც ერთი ორჯერ სანტანამ სასწაულები უკეთა, ცოტა გამოფხიზლდეს უკან უნდა.
ცენტრი: ნუ არ ვიცი აქ, მე მაინც მგონია, რომ კამბიასოს გაუჭირდება რა. ფიზიკურად და სირბილში უჭირს. ძაან მომეწონა ტაიდერი. დარბის იმ დებილი გარგანოს რაოდენობას, სიცეპკითაც არ ჩამოუვარდება და სამაგიეროდ, ბევრად გონიერია, ბურთიც იცის და პასიც. ის კარგ მოდღნული ბურთს რო აართმევდა მერე 60 % პასს კატასტროფას აკეთებდა. მე პირადად ტაიდერს ვანდობდი საყრდენ ზონას.
გუარინს ტრადიციული წუნები აქვს პასში თუმცა სეზონის სტარტისთვის საკმაოდ ნორმალურ ფორმაშია. უკეთესიც გვინახავს და ბევრად უარესიც.
კოვაჩიჩიც შესასვლელია ფორმაში ჯერ აშკარად იგრძნობა რომ თავისი პოტენციალის სადღაც 30-40 % ავლენს ამ სეზონში, გასაგები და ობიექტური მიზეზების გამო.
რიკი: წინა თამაშისგან განსხვავებით გუშინ შეტევაშიც ძალიან მაგრად ითამაშა, მარტო გოლზე არაა, ძაან თავდაჯერებული იყო, მყარად ატარებდა ბურთს, პასიც კარგი ქონდა და ყველაფერი. ამ ბიჭს თავდაჯერებულობა უნდა მეტი და პოტენციალი ნაღდად აქვს, ეხლაც რომ ვიხსენებ 2011-12-ის დეკემბერ-იანვარში როგორ დაფრინავდა, როგორ შეიძლება მაგის იმედი არ გქონდეს. მერე დაკომპლექსდა ცოტა და ახლა აშკარად იბრუნებას თვითრწმენას.
თავდასხმა: ნუ პალასიო ტრადიციულად აგრძელებს ისეთ თამაშს რასაც შარშან. ძალიან მაგარი და უსა<წიროესი კაცია. ორ თამაშში ვიხილეთ შეცვლებზე იკარდიც და ბელFოდილიც და მიუხედავად უგოლობისა მე ორივე ძაან მომეწონა. იკარდი ასტრეეზე ბევრ სივრცეს უქმნის სხვებს, კარგია თავით. ბელFოდილი კიდე უკნიდან თამაშისას არის ძაან კარგი, პასიც შეიძლია და აბვოდიც, გახსნაც და ყველაფერი. მოკლედ ზამენისთვის მშვენიერი იქნება.
მოკლედ მე პირადად Fერნანდოსაც დავითრევდი დღეს და ამ ეტაპზე ამ გუნდისთვის ძალიან კარგი შემადგენლობა გვეყოლება. მიზანი რაცაა იმისთვის მაცარის ეს ხალხი ეყოფა. მიზანი კი უნდა იყოს აუცილებლად თამაშის ხარისხი და გამართული ფეხბურთი და არა მაინც და მაინც რომელიმე კონკრეტუი ადგილი...
მოსატყნავი მოიტყნა, ორი წელია ლიგაზე ტიპი თავზე იჯვამს, გუნდს აჯვამს, ფანებსს აჯვამს, ქვეყანას აჯვამს, შექსპირი ტრაკში გამოისვა, magna charta ###ზე შემოიხვია, დედოფალს ჩაიში ჩაუფურთხა, ადმირალ ნელსონს ამოჩიჩქნილ თვალში ჩახედა, ბიტლებს კონცერტზე კვერცხი ესროლა და მომკითხავი არავინ არის © r-evolution