აგერი ჰაჰა
Daniel Agger @DanielAgger 1m
Nice 3 points today. Great with 90 min. After 2 weeks out!!!
And Yes I know it, I owe Simon a Pint
) Y.N.W.A
ლუკასი

No Time for Celebration!
ტურეს დიდი პლიუსი ჩემგან, ჩემ ფეხებს ამოაგდებს ამ კაცს ვინმე თუ ტრავმამ ხელი არ შეუშალა, და როგორც წესი ტრავმები არ აწუხებს.
ასპას მშვენიერი დებიუტი ჰქონდა, ძალიან ბევრს მოძრაობს, განსაკუთრებით ნახევარმცველებსა და მცველებს შორის არსებულ თავისუფალ ზონებში,რითაც ცენტრალურ მცველებს იყოლებს და დაცვის წყობას შლის და არაერთ სახიფათო მომენტს შეუქმნის პარტნიორებს სეზონის მსვლელობისას. ერთი ასისტი უკვე აქვს, არადა სამი უნდა ჰქონოდა.
ორივე განაპირა მცველი უჩვეულოდ დამაჯერებელი იყო, იმედია ქება არ აწყენთ და ესე განაგრძობენ, თუმცა ეჭვი მეპარება

ლუკასი უჩვეულოდ პროდუქტიულად წარმოჩინდა წინ, მანამდე მისი ამდენი ზუსტი და დროული გადაცემა
წინ მე არ მახსოვს, გოლის ეპიზოდშიც მისით დაიწყო და პირველ ტაიმში რამდენჯერმე სახიფათოდ გაიყვანა სტარიჯი. იგრძნობა რომ, თავდაჯერება მოემატა, ადრე ფრთხილობდა რამე არ გავაფუჭოო და რისკისაგან თავს იკავებდა.
თან კიდევ არ ვართ ბოლომდე დაკომპლექტებული 2 კაცი მოვა სავარაუდოდ და სუარესი დაბრუნდება, რომელიც ფაქტიურად ახალი შენაძენი იქნება. ყველა პირობაა, რომ 4-ეულისათვის რეალურად ვიბრძოლოთ, ასეთ სტარტს მოფრთხილება უნდა და ასტონ ვილასთან რომელიც ალბათ ახლა აღმაფრენის ზენიტშია, სრული კონცენტრაციით დახვედრა. წარმატებები შემდეგ უიქენდზე. YNWA.