FC Bayern Geo Fans
სავსე ტრიბუნები, მუსიკა და შტეფან ლემანის ხმა, რომელიც ჯერ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს, შემდეგ კი ტრიპლის გამარჯვებულებს მიესალმა.
ამაყად ფეხზე წამომწდარი გულშემატკივარი აპლოდისტენტებით აჯილდოვებდა საყვარელ ფეხბურთელებს და სამართლიანადაც. მაგრამ სიამაყესთან ერთად ისინი სავსე არიან მოლოდინით: ბაიერნმა ჰაინკესის გრანდიოზული მოღვაწეობის შემდეგ ისევ ისეთი წარმატებული სვლა უნდა განაგრძოს. სწორედ ეს არის პირველი მოთხოვნა გუარდიოლას მისამართით.
ზოგიერთისთვის კი ეს მოლოდინი გადამეტებულია.
გლადბახთან წარმატებული სტარტის შემდეგ მიუნხენელთა მცველი დანტე ღიად საუბრობს ამ დიდი მოლოდინის შესახებ და ახალ მწვრთნელს იცავს:
``მოდი პატიოსნად ვთქვათ: ყველა კვლავ ტრიპლს ელოდება. მაგრამ რა იქნებოდა ჰაინკესის დარჩენის შემთხვევაში? მაშინ უფრო რთულად იქნებოდა ყველაფერი! იმაში დარწმუნებული ნამდვილად ვერ ვიქნებით, რომ იუპთან ტრიპლის გამეორებას მოვახერხებდით! არა! ასეთი მარტივია ეს. ახალ მწვრთნელს უნდა ვენდოთ! მისთვის იოლი ნამდვილად არ არის ჩაიბაროს გუნდი, რომელმაც ყველაფერი მოიგო.``
მკაფიო სიტყვებია. ბრაზილიელი თვლის, რომ ჯერ სრულყოფილ ფორმაში არ არიან. იგივეს აცხადებს კაპიტანიც:
``წვრილმანი დეტალები შეიცვალა. ყველაფრის რამდენიმე კვირაში გათავისება ძალიან რთულია, მითუმეტეს, როდესაც გუნდი წლების მანძილზე სხვანაირად მოქმედებდა.``
ყველას კომენტარში იგრძნობა გზავნილი გულშემატკივრის მისამართით, რომ ახალ მწრვთნელს დრო ჭირდება. ფრანკ რიბერიმ აღნიშნა:
``მოვიგეთ. ეს კარგია თავდაჯერებულობისთვის, ასევე მწვრთნელისთვისაც!``
ბაიერნის თითოეული ფეხბურთელი გრძნობს იმ წნეხს, რაც თამაშიდან თამაშამდე გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი სასურველად არ განვითარდება.
ზამერმა უარესი სცენარიც კი გაითვალისწინა - თუ ბაიერნს უტიტულო წელი ექნება: ``ბაიერნში პირველ წელს იუპსაც არაფერი მოუგია. პეპი ჯადოქარი არ არის!``
შეიძლება გუარდიოლა ჯადოქარი არ არის, მაგრამ ის ნამდვილად იცის, როგორ უნდა მიუდგეს მაღალი დონის კლუბს. მას არ გააჩნია ილუზიები, როდესაც გლადბახთან 3:1 გამარჯვების შემდეგ დასმულ შეკითხვაზე, კიდევ რამდენი დრო ჭირდება გუნდის საკუთარი სურვილით მოსაწყობად, პასუხობს:
``დიდი დრო. მაგრამ ისეთ დიდ კლუბში, როგორიც ბაიერნია, დრო არ არის. აუცილებლად გვჭირდება პირველ შეხვედრებში დადებითი შედეგები, რომ განჩნდეს ჩვენს და ახალი მწვრთნელის მიმართ ნდობა.``
თუმცა მხოლოდ გულშემატკივარმა კი არ უნდა დაუჭიროს მხარი პეპს, პირველ რიგში მას თანადგომა საკუთარი ფეხბურთელებისგან ჭირდება. მათ შორის კი ერთ-ერთი პირველი დანტეა.
------------------
TZ
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=618...&type=1&theater