FC Bayern Geo Fans
ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტს მიუნხენის ბაიერნში წარდგენა არ ჭირდება. კლუბში ექიმად მუშაობის 36 წლიანი სტაჟი აქვს. იყო პერიოდი, როდესაც მას კონფლიქტი ქონდა მწვრთნელთან, კონკრეტულად კი იურგენ კლინსმანთან. მაშინ ვოლფარტი გადადგა, ერთი დღის შემდეგ ჰიონესმა უკან დააბრუნა და კლინსმანს ამ მდგომარეობასთან შეგუება, ხოლო შემდეგ თავად მოუწია კლუბის დატოვება.
როგორც ჩანს, ბაიერნის ახალ მწვრთნელ გუარდიოლას სამედიცინო პერსონალის მუშაობასთან დაკავშირებით სხვა შეხედულება აქვს. იგი ბარსელონაში მიჩვეული იყო, რომ კლუბის ექიმები მუდამ სავარჯიშო მოედანთან იყვნენ. ბაიერნში კი ასე არ არის. ვოლფარტი თავის კლინიკაშია, ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის პირველად დამუშავებას ფიზიოთერაპევტები ანხორციელებენ და შემდეგ სრული გამოკვლევისთვის ფეხბურთელები ვოლფარტის კლინიკაში მიდიან.
გუარდიოლას სურვილი იყო ახალ კლუბში თავისი ექიმი მოეყვანა. კლუბი კი თავის მხრივ ცდილობს, ესპანელი მწვრთნელი დაარწმუნოს იმ მდგომარეობის სისწორეში, რაც წლებია სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით დამკვირდებულია.
ამიტომაც, მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ზამერმა გუარდიოლას და ვოლფარტს სასაუბროდ უხმო. დოქტორ მიულერ-ვოლფარტმა გუარდიოლას წარუდგინა სტატისტიკა. გარდა ამისა, ბაიერნი სამედიცინო განყოფილების კუთხით ევროპაში პირველია, თანაც ბავარიელ ფეხბურთელებს მცირე ტრავმიანობა აქვთ, სერიოზული ტრავმის მიღების შემთხვევაში კი ფეხბურთელის განკურნება მაქსიმალურად სწრაფად ხდება. თანაც ექიმმა აუხსნა პეპს, რომ ყველასთვის უკეთესია, თუ ის თავის ბიუროში იქნება და იქ იმუშავებს.
Sport Bild-თან ვოლფარტი ზემოთხსენებულ შეხვედრას ადასტურებს და აცხადებს: ``თუ მე, როგორც გუნდის ექიმი, დილიდან საღამომდე სავარჯიშო მოედანზე ვიქნები, აუცილებლად დამაკლდება დრო საქმის საკეთებლად და სავარჯიშოდ, რადგან, ჩვენ, ექიმებიც ყოველდღიურად ვემზადებით, ვვარჯიშობთ. ჩვენ გვიწევს კუნთის დაზიანებების ზუსტი დიაგნოზის დასმა და შემდეგ ამ ტრავმის სწორად განკურნება. ამ ყველაფერს სრულფასოვნად ვერ გავაკეთებ, თუ მთელი დღე ბაზაზე მოედანთან ვიჯდები.``
ვოლფარტს პრობლემა მხოლოდ კლინსმანთან არ ქონია, ვან გაალსაც სურდა ჰონალდიელი ექიმების მოყვანა, მაგრამ ბოლოს ისევ გერმანელს ენდო. ფელიქს მაგათიც დაინტერესებული იყო სხვა ექიმის მოყვანით.
ვილჰელმის ბაიერნში ექიმად მოღვაწეობის პერიოდში 21 მწვრთნელი გამოიცვალა. როგორც თავად აცხადებს: ``თითოეული მწვრთნელის დარწმუნება მიწევდა. როდესაც ჰაინკესი პირველად მოვიდა, მითხრა: რასაც შენზე ვკითხულობ, არაფერი მჯერა! შემდეგ კი ესპანეთიდანაც მიგზავნიდა ფეხბურთელებს. ჩვენ სხვანაირად ვმუშაობთ და დღემდე ყველა მწვრთნელის დარწმუნებას ვახერხებდით. მე და გუარდიოლამ საფუძვლიანად ვისაუბრეთ. მან შედეგი უნდა დაინახოს. ამისთვის დრო ჭირდება. ჩვენ მის დარწმუნებასაც შევძლებთ.``
----------------------------
Sport Bild / Christian Falk
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=623...&type=1&theater