FC Bayern Geo Fans
ჰერმან გერლანდი სტუმრად „das aktuelle Sportstudio“-ში:
„გაგიმარჯოთ! გეყოფათ ამდენი ტაში. განა ყოველთვის ასეთი კარგი ვარ, უბრალოდ დღეს მაკიაჟი მაქვს!“
„შვაინშტაიგერმა დამაბარა გრონემაიერთან: უთხარი, რომ მისი ფირფიტა ნამდვილი დაცემაა.“
„როდესაც ბარსელონასთან საერთო ჯამში 7:0 მოვიგეთ, ბიჭებს აღნიშვნა უნდოდათ. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო?! მატჩის შემდეგ იუპთან მივედი და ვუთხარი, მოდი რა, დღეს იზეიმონ, შეიძლება მე ჯოჯოხეთში მოვხვდე, შენ კიდევ სამოთხეში, მაგრამ მიეცი აღნიშვნის უფლება. იუპი გაჯიუტდა. იმ დღეს ადრე წავედით დასაძინებლად. ისე კი მშვენიერი პერიოდი იყო.“
„მას შემდეგ რაც ბაიერნში ვარ, ყველა, განსაკუთრებით ული და კალე, ჩემთვის ერთ ავბედით მატჩზე საუბრობენ. ეს იყო 1976 წლის 18 სექტემბერი ბაიერნი - ბოხუმი. ჩვენ, ბოხუმელები მეორე ტაიმში 4:0-ს ვიგებდით და 6:5 წავაგეთ. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ბაიერნში ახალი მწვრთნელი მოდის, ამ ამბავს უყვებიან. გუარდიოლა რომ მოვიდა, პირველი ეს ვუთხარი: ვიცი, რომ უკვე იცი ჩემი 1976 წლის ისტორია. ვაღიარებ, 6:5 დავმარცხდი.“
გადაცემის მსვლელობისას გელანდმა წამყვანს საუბარი შეაწყვეტინა და თხოვა: „ბოდიში, სიდედრს დავპირდი, რომ ეთერის საშუალებით მოვიკითხავდი. მოგესალმები ქალბატონო ჰილეგრანტ. ლამაზ საღამოს გისურვებ.“
„მიულერი ნამდვილი რადიოა!“
წამყვანმა გერლანდს აჩვენა ფოტო, სადაც 11 ცნობილი ფეხბურთელი იყო, რომლებიც მან გზაზე დააყენა: კრაფტი, ბადშტუბერი, ჰუმელსი, კუფური, ლამი, შვაინშტაიგერი, ჰამანი, ალაბა, კროოსი, მიულერი, გერერო:
„ერთი ვიღაც აკლია. ჩემი მეუღლე ახლა ვერონაშია, თორემ აქ იქნებოდა. ალბათ ამ სიაში ყოფნა არ უნდა და სხვა კაცზე თუ იქორწინა.“
„ვხედავ ფეხბურთელს, ვიწყებ მასთან მუშაობას, მიუხედავად ამინდისა ვვარჯიშობთ, ვაძლევ რჩევებს. კარგად ვიცნობ სოციალურ გარემოსაც. ვცდილობ დავინახო, რა უნდა ვასწავლო. ლამს ვერაფერს ვასწავლი, მას ყველაფერი შეუძლია. ის 17 წლის ასაკში უკვე სრულყოფილი ფეხბურთელი იყო. იმდენს ვსაუბრობდი მასზე, მაგრამ მაშინ ის არავის უნდოდა. ბუნდესლიგის კლუბის ერთმა მენეჯერმა ლამის კომპენსაცია მომთხოვა, როდესაც მას ლამი ვურჩიე. სამი წლის შემდეგ კი იმავე მენეჯერს ბერლინში შევხვდი და აქეთ მოვთხოვე ფულადი ანაზღაურება, ასეთ ფეხბურთელს გირჩევდი და არ დამიჯერე თქო.“
გერლანდმა ჰუმელსზე აღნიშნა, რომ ის მისი ბაიერნიდან წასვლის წინააღმდეგი იყო.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელებს, როგორ ურთიერთობს და ურთიერთობდა გერლანდი მათთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ: „რას ნიშნავს ურთიერთობა და განსხვავებული შეხედულებები?! ისინი მეკითხებიან და მე პასუხს ვცემ. სულ ესაა.“
„ჩელსისთან ღიად დარჩენილი ანგარიში გვაქვს. მათ ისეთი თამაში მოგვიგეს, რაც მათი მოსაგები საერთოდ არ იყო. ამის გამო ოთხი კვირა ავად ვიყავი. დღემდე ბოლომდე არც გადამიხარშავს ეს მარცხი. მგონია ბიჭებიც ასე არიან და პარასკევს ვაჩვენებთ, როგორც უნდა.“ ------------------
ZDF
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=625...er¬if_t=likeდედის ძვლები დაიდოს