FC Bayern Geo Fans
ინტერვიუ ბასტიან შვაინშტაიგერთან.
- ბატონო შვაინშტაიგერ, ნიურნბერგთან შეხვედრაში მთავარი პრობლემა საგოლე მომენტების ნაკლებობა იყო?
`` ვიცოდით, რომ ნიურნბერგი დაცვაში ითამაშებდა. შეიძლება, შანსების შეფასება არც ისე კარგი იყო, მაგრამ საგოლე მომენტები მაინც შევქმენით, რაც კარგია. ასეთ თამაშში შედეგის მისაღწევად მოთმინებაა საჭირო. რასაკვირველია, ადრეულ ეტაპზევე შეგვეძლო ერთი ან ორი ბურთის გატანა. თუმცა მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ ასეთი მეტოქის გატეხვა შეგვიძლია.``
- როგორ მოგეწონათ მარიო გიოტცეს დებიუტი?
``კარგი იყო. პირველი შეხვედრის პირობაზე ძალიან კარგად ითამაშა. მარიო ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და მოედანზე შესაბამისად იქცევა. მისმა მოსვლამ გაგვამდიდრა და წინ დიდი სიხარული გველის.``
- პირველი ინგლისური კვირაც დადგა. როგორ ფიქრობთ, ასეთი დიდი კადრის გათალისწინებით როტაციის დრო მოვიდა?
``კადრი ისე კარგად არის შედგენილი, რომ ნემისმიერი ფეხბურთელი დაგვჭირდება.``
- სამშაბათს ფრაიბურგი გელით. უხერხული მეტოქეა?
``ფრაიბურგი საკუთარ მოედანზე ძლიერად გამოიყურება, ქრისტიან შტრაიხის მოსვლის შემდეგ გუნდი დადებითად განვითარდა. აუცილებლად ყურადღებით უნდა ვიყოთ. შეიძლება 70-ე წუთამდე იქაც მოთმინება დაგვჭირდეს თამაშის ბედის გადასაწყვეტად. ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქულების აღებაა.``
- რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ მომენტში პარასკევს პრაღაში გასამართი სუპერთასის ფინალი ჩელსისთან?
``ეს უნდა დავფაროთ. საკმარისად პროფესიონალები ვართ იმისთვის, რომ ამ მომენტში მხოლოდ ფრაიბურგი იყოს ჩვენი მიზანი.``
- და ბოლოს რიბერის თავით გატანილი საოცარი გოლი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას იმსახურებს.
``ფრანკს გულით ვუსურვებ ამ აღიარებას. მან ძალიან კარგი სეზონი ითამაშა, ბევრი ტიტული მოვიგეთ, შეიძლება ამის გამო უპირატესობაც კი ქონდეს მესისთან და რონალდოსთან შედარებით. მაგრამ წინასწარ ვერ განსაზღვრავ ვინ მოიგებს. რა თქმა უნდა, მე ფრანკს გულითა და სულით ვგულშემატკივრობ.``
------------------
dfb.de
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=625...&type=1&theater