FC Bayern Geo Fans
ინტერვიუ ტიაგო ალკანტარასთან.
- ტიაგო, ძალიან ცუდი ინფორმაციის გადახარშვა გიწევთ. სეზონის სტარტზე ასეთი ტრავმის მიღება ძალიან სამწუხაროა.
``რასაკვირველია, იმედგაცრუებული ვარ, ეს ტრავმა ძალიან მტკივნეულია. მსურდა გუნდთან ერთად მებრძოლა, ახლა კი მოთმინება მჭირდება. ვიცი, რომ ბაიერნში ყველანაირ დახმარებას მივიღებ, შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოვჯანმრთელდები და გუნდის გვერდით დავდგები.``
- პეპ გუარდიოლას კარგად იცნობთ. როგორ ექცევა ის ტრავმირებულ ფეხბურთელებს?
``გუარდიოლა თავად იყო დიდი ფეხბურთელი, კარგად იცის, რასაც ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მათიას ზამერი, ასევე ჩემი თანაგუნდელები მორალურად ყველა ჩემს გევრდითაა და დამეხმარებიან დაბრუნებაში.``
- ``ან ტიაგო ან არავინ.`` - განაცხადა გუარდიოლამ, ამის შემდეგ კი დიდი დრო არ გასულა და თქვენი ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი. როგორ გაიგეთ მაშინ მწვრთნელის ასეთი განცხადება?
``ასეთმა კომენტარმა ძალიან გამახარა. სიამაყით ავივსე. როდესაც გუარდიოლასნაირი მწვრთნელი, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო, გენდობა და ასეთი გამოწვევის წინაშე გაყენებს, ეს ხომ საოცრებაა. ძალიან მინდა ამ ახალი პროექტის ნაწილი გავხდე.``
- თანაგუნდელებთან შედარებით გუარდიოლას ყველაზე უკეთ იცნობთ. დღემდე ის ძალიან მეგობრულად და თავაზიანად გამოიყურება. როდის ბრაზდება ის?
``ჩვენს მწვრთნელთან ერთად ბევრი მომენტი განმიცდია: ბედნიერი პერიოდი, რთული სიტუაციები. პირად ცხოვრებაში არ ვიცნობ როგორია, მაგრამ როგორც მწვრთნელი ყოველთვის თანაბრად ექცევა ყველა ფერხბურთელს. საქმეს მთელი გულით აკეთებს, ის ფეხბურთით ცხოვრობს. მაშინ ბრაზდება, როდესაც თამაში არ გამოდის. ისიც სხვა დანარჩენი მწვრთნელივითაა: თუ ყველაფერი კარგადაა, ბედნიერია, თუ არა და ბრაზდება.``
- როგორ მიდის გერმანული ენის შესწავლის საკითხი? ხავი მარტინესივით წინ მიიწევთ?
(ტიაგო გერმანულას საუბარს ცდილობდა არ არ გამოუვიდა: Scheiße!
Scheiße! თქვა, გაიცინა და ისევ ესპანურად განაგრძნო)``გერმანული ძალიან რთული ენაა. რამდენიმე სიტყვა კი ვისწავლე: ფლანგის მცველი, კუთხური, უკან კაცი, დრო. სწრაფად უნდა მოახერხო ენის შესწავლა, რათა გუნდში ადგილი უკეთ იპოვო.``
- ცენტრში ერთი საყრდენით სივრცეები უფრო ღიად არ არის?
``გასული სეზონის წარმატებული სისტემა ორი საყრდენი იყო. ორივე ტაქტიკა კარგია. თუ ერთი საყრდენით თამაშობ, ორივე რვიანი უკან მუშაობაში გეხმარება. ამიტომაც 4-1-4-1-ს დროს აუცილებელი გახსნა არ არის საჭირო. თუ ყველა ერთობლივად თამაშობს, მაშინ დაცვა 4-3-2-1 სისტემაზე გადაეწყობა. ვინ ითამაშებს საყრდენად - შვაინტაიგერი თუ სხვა - ამას მნიშვნელოვა არ აქვს, კოლეგებმა მხარი უნდა დაუჭირონ. ბასტიანი მარტო არ არის, ის ჩვენი ერთადერთი საყრდენიც არ არის.``
- თქვენ რომელ პოზიციას ანიჭებთ უპირატესობას? ექვსიანს თუ რვიანს?
``თავს ორივე პოზიციაზე მშვენივრად ვგრძნობ. მაგრამ შეტევაზე ორიენტირებული პოციზია, რომელიც უფრო ახლოსაა მეტოქის კართან, უფრო მხიბლავს.``
- როგორი ურთიერთობა გაქვთ ბარსელონასთან? გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა თქვენი წასვლის შემდეგ განაცხადა: 25 მილიონი ევრო სათადარიგოში მყოფი ფეხბურთელის სანაცვლოდ ცუდი გარიგება არ არის . . .
``სეზონის დასრულებას დაველოდოთ. პასუხიც მერე იქნება.``
- ბარსელონას დატოვების ნამდვილი მიზეზი მხოლოდ პეპის ფაქტორი იყო?
``განვითარება და ახლის გაცნობის სურვილი მქონდა. ვგრძნობდი, რომ რაღაც ახალის დასაწყისის დრო დადგა. მინდა თამაშის სხვა სტილი გავითავისო, ახალი გამოწვევა მივიღო. თანაც: ბაიერნი ამ მომენტისთვის მსოფლიოს უდიდესი გუნდია!``
- ბარსელონადან კარგად იცნობ მესის, ბაიერნიდან კი - რიბერის. ამ ორიდან რომელი ჯობია?
``ამ ორ ფეხბურთელს შორის ლამაზი კონკურენციაა. მესის დიდი ხანია ვიცნობ. ასეთი ფეხბურთელი არსად მენახა. რიბერიმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თანაც გასულ სეზონზე ყველა ტიტული მოიგო. საინტერესო ორთაბრძოლაა, ვნახოთ ვინ გახდება ევროპაში საუკეთესო.``
Sport Bild / Tobias Altschäffl
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=626...&type=1&theater