FC Bayern Geo Fans
29.08.2013. მატჩისწინა პრესკონფერენცია
ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდნენ პეპ გუარდიოლა, ფილიპ ლამი და თომას მიულერი.
ჟურნალისტების წინაშე ჯერ ლამი და მიულერი წარდგნენ:
ფილიპ ლამი: „სუპერთასის მოგება გვსურს.“ მიულერმა კი დაამატა: „სტადიონზე ბევრი ჩეხი გულშემატკივარი იქნება და გვსურს ჩვენი ფეხბურთით ჩვენს მხარეს გადმოვიყვანოთ.“
. . . შეკითხვა ლამს, ხომ არ ითამაშებს ის ცენტრში, რადგან შვაინშტაიგერი შეხვედრის გამოტოვების საფრთხის წინაშე დგას: „ვნახოთ, ამასთან დაკავშირებით მე პრობლემა არ მექნება. ერთადერთი, კარში ვერ დავდგები. ამას წყალი არ გაუვა.“
. . . საკუთარ მოედანზე წაგებული ფინალი, თომას მიულერი: „ჩვენ სუპერთასი არასოდეს მოგვიგია და ეს დიდი სტიმულია. ჩელსიმ კი მაშინ საკუთარ მოედანზე ფინალი დაგვიღუპა. ასე რომ, ორმაგი მოტივაციაა.“
. . . ლამი სუპერთასის მნიშვნელობაზე იგივეც ამბობდა, რასაც მიულერი. ორივე ფეხბურთელი საკმაოდ რუტინულად პასუხობდა შეკითხვებს. ლამი: „ის, რომ ფრაიბურგში სხვა შემადგენლობით ვითამაშეთ, არ ნიშნავს, რომ ერთი ან მეორე თამაში უფრო მნიშვნელოვანი იყო.“
. . . მიულერი: „თამაშის თერთმეტმეტრიანებამდე მიყვანა არ გვსურს. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ძირითად დროში მოგება შეგვიძლია.“
პეპ გუარდიოლა:
„საღამო მშვიდობისა. შვაინშტაიგერი უკეთ არის. ვარჯიშის დროს ვნახავთ რა რეაქცია ექნება მის ტერფს. იმედია, ხვალ თამაშს შეძლებს. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის.“
. . . შეკითხვა მოურინიოზე: „ადამიანები სტადიონზე და ტელეეკრანებთან ფეხბურთელების გამო სხედან. მოურინიოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ხვალ მოგება მსურს ისევე, როგორც მას. რაც მოხდა, უკვე წარსულია, ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ახლა კი აქ ვართ.“
. . . ედენის არენა, სადაც მხოლოდ 18 000 გულშემატკივარი ეტევა, ასეთი თამაშისთვის პატარა ხომ არ არის: „არა. აქ ყოფნით გახარებულები ვართ. როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე მეოთხე ლიგაში, მარტო დედაჩემი და მამაჩემი გვესწრებოდნენ. ასე რომ, ახლა ყველაფერი რიგზეა.“
. . . პეპი გახარებული ჩანდა, რადგან ძირითადად ინგლისურად საუბარი უწევდა. საუბრობდა სისტემაზე, ტაქტიკაზე. ახალი არაფერია, ყველაფერი უკვე ნათქვამია: „აქამდე გუნდი უფრო მეხმარება, ვიდრე მე მათ. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ეს შემობრუნდება.“
. . . რა ისწავლა პეპმა მოურინიოსგან: „მისი გუნდების სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ბურთს კარგავ და შემდეგ ძლივს იბრუნებენ მათგან. რომ ვისწავლო, მასთან ერთად უნდა ვიმუშაო. ეს კი ალბათ არ მოხდება.“
. . . ვინ აკლია გუნდს ტიაგოს გარდა: „მთელი კადრი აქ არის, მათგან რამდენიმე ფეხბურთელი ბოლომდე ფორმაში არ არის. ხავი მარტინესს პრობლემები ქონდა, ტრავმირებულია. მას მხოლოდ ხუთი ან ათი წუთით შეუძლია თამაში, ასევეა იან კირხჰოფიც. მაგრამ ხვალ აუცილებლად 11 ფეხბურთელით გამოვალთ მოედანზე.“
. . . ინგლისელი ჟურნალისტი ცდილობდა, რომ პეპისთვის რაიმე პროვოკაციული განცხადება დაეცდინა მოურინიოს მისამართით, მაგრამ არ გამოუვიდა. ბოლოს კი ჩელსის ესპანელი მწვრთნელით აღფრთოვანებაზე ისაუბრა და ლონდონურ კლუბში მის გადასვლასთან დაკავშირებული სპეკულაციები გაიხსენა: „ვფიქრობ, მოურინიო იქ ყოფნით ბედნიერია. ჩელსის ძალიან კარგი მწვრთნელი ყავს, ისევე როგორც ბაიერნს. ოდესმე მინდა ინგლისში მწვრთნელის გამოცდილება მივიღო. მინდა ერთხელ იქ ვიცხოვრო. მაგრამ ეს დიდი, დიდი ხნის შემდეგ. ახლა არა. ჯერ ხომ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ.“
------------------
AZ
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=626...&type=1&theater