FC Bayern Geo Fans
მატჩისშემდგომი კომენტარები:
მათიას ზამერი: „ტიტული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უბრალოდ წარმატებული შედეგები გვჭირდება. გერმანული სუპერთასის ფინალი წავაგეთ. ამან ძალიან გაგვაბრაზა. დღესაც რომ წაგვეგო, შემდეგ რთული იქნებოდა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მთაზე, ასვლის პროცესში ვართ. ვულოცავ გუნდს! ვულოცავ იუპ ჰაინკესს! ვულოცავ გუარდიოლას! იგი თამაშის წინ და შესვენებაზე დიდებული იყო. გუნდს გაუძღვა, შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა.“
პეპ გუარდიოლა: „ვამაყობ ამ გუნდით. ასევე იუპ ჰაინკესით. სწორედ ის იყო მნიშვნელოვანი ფიგურა და მიზეზი ჩვენი აქ ყოფნისა. მადლობას ვუხდი მას, რომ მომეცა შესაძლებლობა მეთამაშა ამ ტიტულისთვის. ბედნიერი ვარ ჩვენი თამაშით. ბოლო სამ შეხვედრაში ბევრი გამოუყენებელი მომენტი გვაქვს, მაგრამ მაინც შეტევაში ვიმყოფებით. ამ ფეხბურთელებს საოცარი ხასიათი აქვთ.“
ფრანკ რიბერი: „კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტებიც გვქონდა. ბოლო წუთამდე ვიბრძოდით, ეს შესანიშნავია! ისეთი ბედნიერი ვარ! თავიდან ბოლომდე შეყვარებული ვარ ბაიერნზე. აქ ჩემს სახლში ვარ, ეს ჩემი ოჯახია, მოედანზე ყოფნა მიხარია - ასე იყო დღესაც. ჩვენი მწვრთნელისთვის ადვილი სიტუაცია არ არის, იგი დიდი წნეხის ქვეშაა. ამიტომაც ეს მატჩი მნიშვნელოვანი იყო მისთვის. გუარდიოლას გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.“
მანუელ ნოიერი: „საბედნიეროდ თერთმეტმეტრიანების სერია ჩვენს სასარგებლოდ გადავწყვიტეთ. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა შესანიშნავი დარტყმები შეასრულეს, ჩვენი თერთმეტმეტრიანებიც ძალიან კარგი იყო - კარგი იქნებოდა, ასეთივე ორი წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც რომ მენახა. რის გაკეთება სურს მეკარეს? უბრალოდ ცდილობ ფეხბურთელის დარტყმულზე რეაგირება მოახდინო - ამიტომაც მარცხნივ წავედი.“
ხავი მარტინესი: „თამაშით, გუნდით, მწვრთნელით, გატანილი გოლითაც ძალიან ბედნიერი ვარ. მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ რთული შეხვედრა იყო. გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ქონდა, რადგან ერთი სუპერთასი უკვე წავაგეთ, ამიტომაც ძალიან გვიხარია.“
პეტერ ჩეხი: „დღეს სუპერთასის საუკეთესო შეხვედრა იყო. ჩვეულებრივ თამაშები ასეთი ხარისხისა და ინტენსიურობის გარეშეა ხოლმე. ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ჩემთვის საუკეთესო გუნდი დამარცხდა. ეს არის ფეხბურთი. ზოგჯერ ასეც ხდება. პირველ ტაიმში უკეთესად ვთამაშობდით, მეორე ტაიმის პირველი 20 წუთი პრობლემები შეგვექმნა. 10 კაცითაც უკეთესი გუნდი ვიყავით. ბაიერნმა მოიგო, მათ მეტი თერთმეტმეტრიანი გაიტანეს, ვულოცავ მათ.“
ჟოზე მოურინიო: „ასეთი მატჩის შემდეგ ყოველთვის რთულია. ორი წლის წინ ბაიერნიც ასეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორშიც ახლა ჩვენ ვართ. ბოლო წამებში გაგვითანაბრეს, თანაც კარგა ხნის მანძილზე 10 ფეხბურთელით ვთამაშობდით. რთული იყო მოსაგები ანგარიშის შენარჩუნება. საერთო ჯამში ორივე გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, ბაიერნი დღეს უფრო ბედნიერია. მათ ბევრი იშრომეს თამაშის მოსაგებად.“
------------------
fcb.de
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=627...&type=1&theater