FC Bayern Geo Fans
გუშინ საღამოს მიუნხენის ბაიერნის სპორტული დირექტორი ძველი კონგრესის დარბაზში „Munich Talk Night“ -ის პრემიერაზე იმყოფებოდა.
სტუმრობისას მათიას ზამერმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.
. . . საგადასახადო სკანდალში გახვეული ული ჰიონესის შესახებ: ``ული ჰიონესი კიდევ ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვჭირდება. იგი ძალიან მნიშვნელოვანია კლუბისთვის როგორც შინაარსობრივად, ასევე როგორც ადამიანი. დიდი სურვილი მაქვს, მისთვის ყველაფერი დადებითად დასრულდეს. ვიმედოვნებ, დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს მასთან ერთად მუშაობა.``
. . . პეპ გუარდიოლა: ``ეს იყო ნამდვილი სიგიჟე, საოცრება - რასაც ესპანელი პარასკევს პრაღაში ჩვენს ფეხბურთელებს ეუბნებოდა - მისი ნათქვამი როგორც მე, ასევე ფეხბურთელებსაც, სულში ჩაგვწვდა. 121-ე წუთზე ბურთის გატანა შემთხვევითობა არ ყოფილა, ეს ჩვენი მწვრთნელის დამსახურება იყო - იგი შესანიშნავად შეესაბამება ბაიერნს. ვიმედოვნებ, რომ ძალიან, ძალიან დიდხანს დარჩება აქ, რათა სტრატეგია და წარმატება აშკარა გახდეს.``
. . . მიუნხენის ბაიერნის აქტუალური ფორმა: ``ისეთი თამაში, როგორც ბოლოს, მომავალში ნამდვილად არ იქნება საკმარისი. იმდენი მომენტი გვაქვს, როგორიც თითქმის არასოდეს, გოლი კი ვერ გაგვაქვს. ეს უნდა გამოვასწოროთ. უკან უფრო სტაბილურები გავხდით. ერთად უნდა გავიზარდოთ. ეს მიმდინარე პროცესია, მწვრთნელი შესანიშნავად და დეტალურად მუშაობს. ჩვენ არ ვნერვიულობთ ისე, როგორც ზოგიერთი მეორე ლიგაში.``
. . . ლოთარ მათეუსთან ერთად ნაკრებში გატარებული პერიოდი: ``ეს იყო ცხოვრების სკოლა!``
. . . ბეილის სატრანსფერო თანხა: ``რაციონალურად ამის ახსნა შეუძლებელია. რეალს ამ ტრანსფერის წარმატებითა და მარკეტინგით რეფინანსირება სურს. მაგრამ ეგოისტური ვიქნები და ვიტყვი: უმჯობესია, ეს ფული საფეხბურთო ბიზნესში დარჩეს და არ წავიდეს სხვაგან. ზოგადად კი ისმის კითხვა: რა არის ადამიანის ღირებულება? ამაზე უსასრულოდ შეიძლება მსჯელობა.``
. . . ფრანკ რიბერი: ``ის თამაშობს დიდ გუნდში, თავისი ინდივიდუალური სათამაშო სტილით წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ფრანკს ვუთხარი: არის მომენტები, როდესაც ყველაფერი უნდა გააკეთო. ცხოვრებაშიც არის სხვა სიტუაციებიც, პიროვნული ტრაგედიები. . . 1996 წელს ჩემს შემთხვევაშიც ხომ ასე იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ და შემდეგ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი.``
. . . სუპერთასი: ``ვფიქრობ, მოგება ექსტრემალურად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ჯერ ერთი საუბარია ტიტულზე. თანაც დორტმუნდთან სუპერთასი ვერ მოვიგეთ. ამ ჯილდოს მოგებით ძალიან გავიხარე. იუპ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგის მოგებით ამ შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვცა. ყველაზე მეტად კი პეპ გუარდიოლას გამო გამიხარდა.``
. . . გუარდიოლას ეფექტი: ``ის მხოლოდ მწვრთნელი კი არა, არამედ ნამდვილი კლუბის მწვრთნელია. პლიუს: ძალიან დადებითი პიროვნებაა და კლუბს დიდ პატივს სცემს. ვიმედოვნებ, რომ მეც გავუმართლებ მას. მართლა საოცარი იყო, როგორ შეძრა მთელი გუნდი თავისი საუბრით. შეიძლება ზოგჯერ ბოლომდე ვერ გაიგო რას ამბობს, ძირითადად გერმანულად საუბრობს, შიგადაშიგ ინგლისურსაც გამოურევს, მაგრამ ეს არაფერია. მართო თვალებში შეხედვაც კი საკმარისია და ფეხბურთელი ხვდება, რა ხდება.``
. . . სპორტული დირექტორის თანამდებობა: ``გუშინ საღამოსაც ავღნიშნე, რომ გერმანიაში მხოლოდ ძალაუფლებასა და გადაწყვეტილებებზე საუბრობენ. რატომ უნდა ვისაუბრო ძალაუფლებაზე, როდესაც ჯერ მხოლოდ ერთი წელია კლუბში ვარ. ჯერ ხომ ჩემი ვალდებულება უნდა გავიგო. მინდა დიდხანს ვიყო ბაიერნის სამსახურში, ჩემი დავალება საორგანიზაციო საკითხების კარგად მოგვარებაა. ჩემი სამუშაო ერთი სიტყვით შემოიფარგლება: ტიტული! ტიტულის მოპოვება!``
. . . მისი იმიჯი: ` მაქსიმალური ეფექტი ამბიციაა. როდესაც ბაიერნში მივდივარ, გონება სამუშაოდ მზად უნდა იყოს. სანამ ტიტულებს ვიგებთ, ჩემი წვლილი არც მაინტერესებს.``
. . . ბავშვობის პერიოდი: ``მინდოდა მეკარე გავმხდარიყავი, ფრენა მომწონდა. მაგრამ არცერთხელ არ ვმდგარვარ კარში - შეიძლება სწორიც იყო. როდესაც პირველი ადიდასის ბუცები მომცეს, ისეთი ამაყი და ბედნიერი ვიყავი, ორი კვირა საწოლშიც თან მიმქონდა.``
. . . მისი გადასვლა შტუტგარტში გერმანიის გაერთიანების შემდეგ: ``ლევერკუზენის ბაიერთან მქონდა ხელშეკრულება, მაგრამ რაინერ კალმუნდმა გააუქმა. რადგან ბაიერი ძალიან ბევრ დდრ-ის ფეხბურთელს იხმობდა, ეს პოლიტიკაში გადაიზარდა. ამიტომაც შტუტგარტში გადავედი.``
. . . უდო ლატეკი: ``უდო ლატეკი ჩემთვის მამასავით იყო - განსაკუთრებით დორტმუნდის ბორუსიაში. მას უნდა ვუთხრა ყველაფრისთის მადლობა.``
. . . ლუდის შხაპი: ``ისეთი ამაზრზენია, ცუდი სუნიც აქვს. მირჩევნია თავიდან ავირიდო.``
-----------------
AZ
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=629...&type=1&theater