FC Bayern Geo Fans
იუპ ჰაინკესი გუშინდელ დაჯილდოების ცერემონიაზე შესანიშნავ ხასიათზე იმყოფებოდა და სხვადასხვა თემებზეც ისაუბრა.
. . . Fair-Play-ის მედალი: „ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ყოველთვის ვცხოვრობდი იმით, რაც ჩემი მშობლებისგან და გლადბახის ბორუსიაში ყოფნის პერიოდში ვისწავლე. ჩემს მაშინდელ მწვრთნელ ჰენეს ვაისვაილერს თავისი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში. ადამიანი სამაგალითო უნდა იყოს. გვერდით ხაზთან მდგომი მწვრთნელი მშვიდად და დამაჯერებლად უნდა მოქმედებდეს, სხვა დანარჩენი მხოლოდ კამერისთვისაა.“
. . . გასული სეზონის წარმატებები: „ვფიქრობ, მართლა სენსაციური ტრიუმფი ვიზეიმეთ, ისტორიული სეზონი იყო. არასოდეს მიმუშავია ისეთ გუნდთან, სადაც ასეთი დიდი პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს. შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ. მაგრამ წარმატება სწორედ ერთმანეთთან ასეთმა კარგმა დამოკიდებულებამ მოგვიტანა.“
. . . მისი დაბრუნება: „ძალიან მიხარია, რომ ისევ მიუნხენში ვარ. აქ ბევრი ჩემი ფეხბურთელია. ჩემს ყველაზე დიდ წარმატებებს მიუნხენში მივაღწიე.“
. . . პეპი და მის მიერ სუპერთასის მოგების შემდეგ გაკეთებული კომენტარი: „ეს ძალიან კეთილშობილური ჟესტი იყო და ჩანს, კარგად ჩანს, როგორი ადამიანია. მას წლებია ვიცნობ როგორც ფეხბურთელსა და მწვრთნელს და უნდა ვთქვა, რომ ეს მართლა დიდებული ჟესტი იყო. ძალიან გამიხარდა.“
. . . ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი: „დიდი კლუბები კვლავ დადებით როლს ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე. ყველა ძალიან გაძლიერდა იქნება ეს არსენალი, რეალი თუ მანჩესტერი, ჩელსიც კარგი გუნდია, ეს ცოტა ხნის წინ დავინახეთ კიდეც. რასაკვირველია ეს ის გუნდებია, ვისაც ბარსელონასა და ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ.“
. . . მისი ჩამოსვლა: „დიუსელდორფის აეროპორტში ვიდექი და ჩემოდანს ველოდებოდი. ლოდინი დიდხანს დამჭირდა. ვფიქრობ, ბარგის განყოფილების თანამშრომელი დორტმუნდის ფანი თუ იყო.“
. . . ყოველდღიური ცხოვრება პენსიონერის როლში: „ძალიან დაკავებული ვარ. ბევრ შემოთავაზებაზე მიწევს უარის თქმა. ძალიან ცოტა დრო მაქვს, დღეს კი მხოლოდ 24 საათი აქვს. დილით დიდხანს ვსეირნობ ჩემს ძაღლთან ერთად, თან ვუვლი, ვეფერები, კვირაში სამჯერ ფიტნესკლუბში დავდივარ. . . “
------------------
AZ
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=630...&type=1&theater