FC Bayern Geo Fans
13.09.2013. მატჩისწინა პრესკონფერენცია - ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა პეპ გუარდიოლა.
. . . რა მდგომარეობაში დაბრუნდნენ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები: ``ყველაფერი კარგადაა. ყველა ჯანმრთელი დაგვიბრუნდა.``
. . . ვარჯიშობს თუ არა ყველა ფეხბურთელი სრული დატვირთვით ხავის, ტიაგოსა და გიოტცეს გარდა: ``ტრავმირებული ფეხბურთელების გამო ძალიან ვწუხვარ. შვაინშტაიგერი და იანი ბოლო დღეებია შემოგვიერთდნენ. მაგრამ ეს თავის გამართლებად არ გამოდგება. ჩვენმა პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდის წინაშე ვდგავართ. ჩვენ მზად ვართ.``
. . . იქნებიან თუ არა ხვალ განაცხადში შვაინშტაიგერი და კირხჰოფი: ``უკეთესად არიან, მაგრამ არ ვიცი, საკმარისი იქნება თუ არა ეს 90 წუთისთვის. ვნახოთ, როგორ ჩაივლის დღეს ბოლო ვარჯიში.``
. . . სანაკრებო შესვენება: ``მნიშვნელობა არ აქვს კარგია ეს, თუ ცუდი. ამის მიხედვით უნდა მოვეწყოთ.``
. . . შეუძლია თუ არა გუნდს ბოლომდე მიაჭიროს გაზს: ``ჩვენ ფორმაში ვართ. ვნახოთ, ასე იქნება თუ არა ხვალ საჭირო მომენტში. ფეხბურთელები კარგად ემზადებიან, ნამდვილად ვერ დავიჩივლებ.``
. . . რამდენად რთულია ნაკრებიდან დაბრუნებული ფეხბურთელის კვლავ კლუბზე გადართვა: ``კლუბში მუდამ ასე ხდება. არ ვიცი, მაქვს თუ არა იგივე ფილოსოფია, როგორც იუპ ჰაინკესს. მე ფეხბურთზე საკუთარი შეხედულებები მაქვს. მაგრამ, ფეხბურთელები ძალიან გონიერები არიან, შეუძლიათ ნებისმიერ მწვრთნელს მოერგონ. ეს ხვალაც ასე იქნება.``
. . . ორქულიანი ჩამორჩენა დორტმუნდთან: ``იმის გამო, რომ დორტმუნდი ორი ქულით გვისწრებს, წნეხს ნამდვილად არ ვგრძნობ. იმ მომენტში, როდესაც ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე, ვიცოდი, რომ ბაიერნში ისედაც დიდი ზეწოლა იქნებოდა. მაგრამ ბოლო შეხვედრაში ტიტული მოვიგეთ, ასე რომ, უკვე კმაყოფილი ვარ. მინდა მომავალ შეხვედრებშიც ასევე მოწესრიგებულად გავაგრძელოთ თამაში.``
. . . დამოკიდებულება ფეხბურთელებთან: ``ისინი ჩემი შვილები არ არიან. ჩვენ პროფესიონალები ვართ. მე კი მწვრთნელი. ზოგჯერ ვაქებ, ზოგჯერ ვეჩხუბები. ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული. როდესაც ჩემს ფეხბურთელებზე ზოგადად საუბრობთ, არც ეს არის პრობლემა.``
. . . ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ არცერთ კლუბს არ გამოსვლია. რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით: ``ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა. ეს შეკითხვა შეიძლება მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში გასვლის შემდეგ დაისვას. თუ თებერვალშიც ამ ტურნირზე ვიქნებით, მაშინ უკვე შეგვიძლია ამაზე ფიქრის დაწყება. დასაწყისიდანვე იმდენი პრობლემა გვქონდა, ზოგი ტრავმირებული იყო, ზოგმა ვარჯიში გვიან დაიწყო. ამიტომ, დავიცადოთ.``
. . . წინა სეზონის შედეგი ჰანოვერთან 5:0 და 6:1. სასურველია თუ არა გამეორება: ``უკვე დავინახე, რა რთულია ბუნდესლიგა. ჩვენ მოწესრიგებულად თამაში უნდა შევძლოთ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მეტოქე, მიყვარს, როდესაც თამაშს ვაკონტროლებთ. მაგრამ ზოგჯერ სამი, ოთხი, ხუთი წამიც კი საკმარისია კონტრშეტევის მისაღებად. ეს წინასწარ არასოდეს იცი. მინდა, სიტუაციას კიდევ უფრო მეტად განვსაზღვრავდეთ. ბოლო შეხვედრებში უფრო მეტ მომენტს ვქმნიდით, ვიდრე მეტოქეს ვაძლევდით ამის საშუალებას. ეს პირველი ნაბიჯებია.``
. . . ბეილის 100 მილიონიანი ტრანსფერის შესახებ: ``ამასთან დაკავშირებით კალე რუმენიგეს კომენტარი წავიკითხე. ასეთია ფეხბურთი და მსგავსი რამ ხდება. ვეთანხმები მის შეხედულებას. ეს რომ ძალიან დიდი თანხაა, ამაზე არავინ დაობს. ფეხბურთი სხვა სამყაროა. მსოფლიო ერთი მიმართულებით მიდის, ფეხბურთი კი მეორეთი.``
. . .რას იტყოდა პეპი იმ შემთხვევაში, თუ ული ჰიონესი 100 მილიონ ევროდ მესის იყიდდა: ``დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ წინადადებას ული არასოდეს დათანხმდება. ეს კლუბი სხვანაირად მუშაობს. გარდა ამისა, მესი ბარსელონაში ძალიან ბედნიერია.`` (იცინის)
. . . რატომ თამაშობს შვაინშტაიგერი ასე სიღრმიდან: ``მიყვარს თამაშის კარგად აწყობა. გუნდი ბოლო წლებში ხშირად თამაშობდა მეკარიდან პირდაპირ ფორვარდზე.``
. . . ბაიერნის ახალი ფორმა: ``ჯერ არ მინახავს. ოქტობერფესტის დაწყება კი ძალიან მახარებს. ლუდის ფესტივალის სამკვირიანი მონაკვეთი, მშვენიერია.`` შემდეგ კი მარკუს ჰორვიკს მიუბრუნდა შეკითხვით: ``შემიძლია ამ პერიოდში ჩემს ფეხბურთელებს ვენდო? `` ჰორვიკი: ``დიახ, საკმაოდ ბევრი თამაში გვაქვს და ჩვენ შეგვიძლია მწვრთნელის იმედი გვქონდეს?`` პეპი: ``დიახ, დიახ.``
. . . როგორი ურთიერთობა აქვს ული ჰიონესთან: ``იგი კლუბის სული და გულია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. როდესაც უსმენ, როგორ საუბრობს ბაიერნის შესახებ, მაშინვე ხვდები, რას ნიშნავს ეს კლუბი მისთვის, რომ ეს ყველაფერზე მაღლა დგას.``
. . . გუნდის რომელი ნაწილი უყვარს ყველაზე მეტად: ``მე ცენტრალური ნახევარმცველები მიყვარს. ჰერმანი ამბობს, რომ ფორვარდები უფრო მოწონს. მე კი როგორც გითხარით. ჩელსისთან მხოლოდ ერთი საყრდენით ტონი კროოსით ვითამაშეთ. მიხარია, რომ ფილიპ ლამიც მყავს. ვიმედოვნებ, ტრავმირებული ფეხბურთელებიც მალე დაგვიბრუნდებიან.``
. . . ითამაშებს თუ არა შვაინშტაიგერი ხვალ ძირითად შემადგენლობაში: ``რატომაც არა. თავს კარგად გრძნობს, ორი, სამი ვარჯიშია სრული დატვირტვით მუშაობს. შეძლებს თუ არა 90 წუთი თამაშს, ჯერ არ ვიცი.``
. . . შეიძლება თუ არა, რომ ალაბა ცენტრში ათამაშოს: ``იგი ლამს გავს, რომელიც უფრო გამოცდილი და ასაკიანია. გერმანია-ავსტრიის შეხვედრას დავესწარი და ვნახე, რომ ცენტრში თამაში შეუძლია. ალაბა მწვრთნელისთვის ძალიან კარგი ფეხბურთელია. მისი სხვადასხვა პოზიციაზე გამოყენება შეგვიძლია.``
. . . როგორ დაახასიათებს მიუნხენურ ცხოვრებას: ``ჯერ მხოლოდ სამი თვეა, რაც აქ ვიმყოფები. ძალიან კმაყოფილი ვარ. მიუნხენი ლამაზი ქალაქია. ადამიანები თბილი და ყურადღებიანები არიან. კლუბში ყველა ერთმანეთის გვერდით დგას. ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივია. დილით მოვდივარ, საღამომდე აქ ვარ, შემდეგ ბავშვები გამომყავს სკოლიდან და სწრაფად მივდივარ სახლში, რადგან საღამოობით ძალიან ცივა. შემდეგ კი რესტორანში, კინოში ან თეატრში . . . სულ ესაა. ძალიან კმაყოფილი ვარ, აქ ყველა ძალიან მეგობრულია!``
--------------------
AZ
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=634...&type=1&theater
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)