FC Bayern Geo Fans
სუპერთასის შეხვედრაში გამოჩნდა, რომ გუარდიოლას ბაიერნი არც თუ ისე დაცულია, სისტემა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის და რომ ზოგიერთი ფეხბურთელი მისთვის უჩვეულო პოზიციაზე თავს ჯერ გაურკვევლად გრძნობს.
მიუნხენელ ფეხბურთელებს კვირა დღე თავისუფალი ქონდათ. მწვრთნელმა გაურდიოლამ მათ დასვენების საშუალება მისცა, რაც 2:4 წაგების შემდეგ ნამდვილად არ აწყენდათ: 2012 წლის მაისის შემდეგ ბავარიელები სახლში ფინალიდან პირველად დაბრუნდნენ უტიტულოდ.
მოსამზადებელ პერიოდში მოიგეს ტელეკომისა და ული ჰიონესის თასი. გერმანიის სუპერთასზე კი ხელი მოეცარათ.
წაგება გვერდითი მოვლენებით? ეს პეპის სისტემის სისხლძარღვთა მოძრაობის პირველი სერიოზული ტესტი იყო თავისი სისუსტეებით, რომელიც მართალია, გუნდს ტიტულის ფასი დაუჯდა, მაგრამ ქულები არ დაუკარგავთ. რა დონეზე არიან თავდაჯერებულები, ეს გამოჩნდება. ``აღელვების მიზეზი არ გვაქვს, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ვიცოდით, რომ ჯერ ფორმაში არ შევსულვართ.`` - ამბობს ფილიმ ლამი.
გუარდიოლა კი წაგების მიუხედავად საკუთარი ფეხბურთელებით კმაყოფილი დარჩა.
და მაინც, რამ გამოიწვია ასეთი მარცხი?
როგორც მიუნხენელთა ყოფილმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა აღნიშნა, თავიდანვე მოედანზე არ იმყოფებოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მონაწილე ხუთი ფეხბურთელი (ნოიერი, რიბერი, მარტინესი, დანტე და შვაინშტაიგერი კი გვიან ჩაერთნენ შეხვედრაში), რომ ბიჭები ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არიან. გუნდის ძირითადი ბირთვის არყოფნა მართლაც შეიძლება ერთ-ერთ არგუმენტად ჩაითვალოს.
მეორე მიზეზი ალბათ ახალი სისტემაა. სანამ ბავარიელი პროფესიონალები მოედანზე მწვრთნელის იდეებს საბოლოოდ განავითარებენ, დროა საჭირო. ფეხბურთელები ყველა პოზიციას უნდა დაეუფლნონ. სწორედ ამას ცდილობდა შაბათის მატჩში მანჯუკიჩი, რომელიც ხან მარცხენა ფლანგზე გვევლინებოდა, ხან წინ, ხან კი ``მცდარი ცხრიანის`` პოზიციაზე, სანამ სადღაც არ დაიკარგა . . .
ამას ემატება სისტემატური მცდელობა იმისა, რომ მეტოქე უმცირესობაში მოაქციონ და უფრო სწრაფად გადავიდნენ შეტევაზე, აქ კი ჩანს, რომ ფეხბურთელები საბოლოოდ დარწმუნებულები არ არიან ქმედებაში.
``შეტევაში წინა წელსაც მივდიოდით, შეიძლება ახლა ეს უფრო მეტი სიმწვავით უნდა გავაკეთოთ. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი საშუალებაა.`` - აღნიშნა თომას მიულერმა.
მესამე მიზეზი კი დაუმუშავებელი მონაცემებია. დორტმუნდთან შეხვედრაში გუარდიოლამ ნდობით აღჭურვილი ტიაგო ალკანტარა კვლავ ექვსიანზე დააყენა, მაგრამ კროოსი და მიულერი ნახევრად შემტევ პოზიციაზე დავალებას თავს მთლად კარგად ვერ ართმევდნენ. ``ცოტა დროა საჭირო, სანამ ყველაფერი გამოგვივა.`` - ამბობს გუნდის კაპიტანი და როდესაც ჟურნალისტმა გადაწყვიტა დეტალებში ჩაძიებოდა, მაშინ ლამმა მოკლედ უპასუხა:
``გუშინდელ დღემდე ყველაფერი კარგად იყო, დღეს ყველაფერი ისევ ცუდად არის?!``
ძირითადი მიზეზი მაინც დროის ფაქტორია. განსაკუთრებით გუარდიოლასთვის:
``ჯერ ერთი თვეა რაც გუნდთან ერთად ვარ. ბუნდესლიგის დაწყებამდე ორი კვირა გვაქვს დრო 100%-იან ფორმაში ჩასადგომად.``
-------------------
abendzeitung.de
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=611...&type=1&theater