GiushaFC Bayern Geo Fans
მიუნხენის პროკურატურამ ული ჰიონესის წინააღმდეგ გადასახადის დამავლის გამო მიუნხენის რეგიონალური სასამართლოში ოფიციალური ბრალდება წარადგინა.
რას ედავებიან ჰიონესს? - მას ბრალი ედება შვეიცარიის ბანკში საფონდო სპეკულაციებით მიღებული მოგების გადასახადის დამალვაში. Spiegel-ის ინფორმაციით საუბარია 3,2 მილიონ ევროზე.
გაიმართება თუ არა სასამართლო პროცესი? - დიახ! მაგრამ ჯერ მიუნხენის რეგიონალურმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დაუშვებს თუ არა საბრალდებო დასკვნას და დაიწყება თუ არა სასამართლო პროცესი. ამისთვის მათ ერთი თვე აქვთ ვადა.
როგორც კომპეტენტური პროკურორი კენ-ოლივერ ჰაიდენრაიხი აცხადებს: ``გამოძიების შედეგად აღმოჩენილი საკმარისი მხილებულება წარვადგინეთ.`` გამოცდილი მიუნხენელი საგადასახადო ადვოკატი ქრისტოფერ შტეკელი კი ამბობს: ``სასამართლო განხილვის პროცესზე უარი არ იქნება, რადგან საქმის წარმოებაში არ მიღება დიდ არეულობას გამოიწვევს პროკურატურასთან.
უნდა დაესწროს თუ არა ჰიონესი სასამართლო პროცესს? - ``აუცილებლად, რადგან მისთვის არ არსებობს გამონაკლისი.`` - აცხადებს შტეკელი.
როდის გაიმართება მოსმენა? - სექტემბრის ბოლოდან. ``დაცვის მხარეს აქვს ერთი თვე დრო, რომ გადახედოს საგამოძიებო საქმეს და დააყენოს ნებისმიერი პროტესტი ან შუამდგომლობა.`` - ამბობს პროკურორი ჰაიდენრაიხი.
რამდენ ხანს გაგრძელდება სასამართლო პროცესი? - სავარაუდოდ მხოლოდ ერთი დღე. მიზეზი: ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის ფაქტიურად სადაო საკითხები არ არსებობს.
დანაშაული ნათელია.
მოხვდება თუ არა ჰიონესი ციხეში? - არა! მიუხედავად იმისა, რომ ერთ მილიონ ევროზე მეტი გადასახადის დაფარვის გამო პირობითი სასჯელი აღარ ინიშნება, ჰიონესის შემთხვევაში თანხის დიდი ნაწილი სიძველის პერიოდს ექვემდებარება. ამიტომ მოსალოდნელია ორწლიანი პრობაცია და ფულადი ჯარიმა.``
იმოქმედებს თუ არა ჰიონესისთვის შემამსუბუქებელ გარემოებად მის მიერ გაცემული შეწირულობები? - დიახ. როგორც ადვოკატი შტეკელი აცხადებს: ``სავარაუდოდ იმოქმედებს. მას იმდენი კარგი გაუკეთებია. სასჯელის დაკისრების შემთხვევაში ბრალდებულის ცხოვრებასა და მუშაობას ითვალისწინებენ. ეს ნებისმიერის შემთხვევაში ასეა. აქედან გამომდინარე, ბატონი ჰიონესისთვის ნამდვილად არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებები.``
ეს ყველაფერი არ იქნებოდა გათვალისწინებული, საუბარი ორ მილიონ ევროზე რომ იყოს, მაშინ ბაიერნის პრეზიდენტს ვერც მისი მოღვაწეობა დაიხსნიდან ციხიდან. მართალია, საგადასახადო დავალიანება 3,2 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ აქედან საგადასახადო კანონის თანახმად 2,3 მილიონი ევრო სიძველის პერიოდს ექვემდებარება. ამიტომ რჩება მილიონ ევროზე ნაკლები, რაც დაპატიმრებისთვის საკმარისი არ არის.
------------------
TZ
Katerina Bayern.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=612...er¬if_t=like