FC Bayern Geo Fans
მატჩისწინა პრესკონფერენცია.
ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა პეპ გუარდიოლა.
. . . ფეხბურთელების მდგომარეობა: ``გუნდი წესრიგშია. ძალიან კმაყოფილი ვარ. ვიცი ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები.``
. . . ვინ ითამაშებს ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში: ``ამას დომესთან და ჰერმანთან ერთად გადავწყვეტ.``
. . . მეტოქე გლადბახი: ``ისინი ძალიან კარგად მუშაობენ, შესანიშნავად მოქმედებენ დაცვაში. ბუნდესლიგის სხვა ბევრი გუნდის მსგავსად კონტრშეტევებზე კარგად აწყობილი გუნდია. ვიცით, რაც ხდებოდა გასულ წლებში - მარცხი და ფრე. ჰერმან გერლანდმა თქვა: გლადბახი ბაიერნისთვის ყოველთვის საშიში მეტოქეა და ტელეკომის თასი უნდა დავივიწყოთ.``
. . . მოსამზადებელი პერიოდის შეჯამება: ``რთული სათქმელია რამდენ პროცენტს მივაღწიეთ. ფორმაში შესვლის პროცესში ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები კმაყოფილები იყვნენ. ჩვენი სეზონი იწყება - მზად ვართ.``
. . . რაც შეეხება მატჩისწინა საღამოს სასტუმროში დარჩენას: ``არ მიყვარს, როდესაც გუნდს სასტუმროში ხშირად ყოფნა უწევს. უმჯობესია, ფეხბურთელები სახლში დარჩნენ და დაისვენონ.``
. . . რამდენად კარგად არიან მომზადებულები: ``მარტინესი გვიან შემოგვიერთდა, ბასტიანს ჯერ კიდევ ცოტა აქვს ნავარჯიშები, გიოტცემ მხოლოდ სამჯერ ივარჯიშა გუნდთან ერთად. ბევრ ფეხბურთელს სრული მოსამზადებელი პერიოდი არ გაუვლია. ცოტა მეტი დრო გვჭირდება. ვიცით, როგორ მოვახერხოთ ამის კარგად ორგანიზება. უკვე ვიცი, ვინ ითამაშებს ხვალ, მაგრამ ამის შესახებ ჯერ ფეხბურთელებმა უნდა შეიტყონ.``
. . . პარაგვაის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრისთვის გერმანიის ნაკრებში შვაინშტაიგერის არ ყოფნა - შეთანხმდა თუ არა ლიოვთან, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა მიუნხენში: ``დიახ, ლიოვი ძალიან სასიამოვნო ადამიანია. მისმა მოსვლამ გამახარა. სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ, მათ შორის ბასტის შესახებაც. ვისაუბრეთ ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობაზე. შვაინშტაიგერის ხარისხში ეჭვი არავის ეპარება, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ კონდიციების მისაღწევად კიდევ ჭირდება დრო.``
. . . ურთიერთობა ბარსელონასთან: ``ბარსელონას და მის ხელმძღვანელობას პატივს ვცემ. იქ გატარებული პერიოდი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ ყველაფერი, რასაც ბარსელონას შესახებ ვამბობ, აქ უნდა დარჩეს და კვლავ უკან არ უნდა ბრუნდებოდეს.``
. . . შესაძლებელია თუ არა ბაიერნის დამარცხება: ``რასაკვირველია. ლუსიენ ფავრეს შეუძლია ჯეროდეს, რომ სამუშაოს კარგად ასრულებს. ყოველთვის შეიმჩნევა როგორი მწვრთნელი დგას გუნდის უკან. დარწმუნებული ვარ: გლადბახს ძალიან კარგი მწვრთნელი ყავს.``
. . . ვინ გახდება ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი: მესი, რონალდო თუ რიბერი: ``რთული სათქმელია. მესის გამო მიხარია, იგი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო ჩემს კარიერაში. ფრანკმა ბოლო სეზონი შესანიშნავად ითამაშა, ბაიერნში გამორჩეული იყო. ბარსელონაში ყოფნის პერიოდში ძალიან მინდოდა ჩვენთან გადმოსულიყო, მაგრამ ულიმ და კალემ თქვეს, რომ ეს შეუძლებელი იყო. რონალდომაც მესისნაირად შესანიშნავად ითამაშა. სამივე იმსახურებს ამ წოდებას. მიხარია, რომ მე არ ვმონაწილეობ ხმის მიცემაში.``
. . . როგორია ტაქტიკა გლადბახის წინააღმდეგ: ``მეტოქის პატივისცემა, მწვრთნელის მითითებების შესრულება, სწრაფი თამაში, შეტევაში გადასვლა და ერთობლივი დაცვითი ქმედება, ერთმანეთის დახმარება - ფეხბურთის თამაშით სიამოვნების მიღება.``
. . . თავისი ადრინდელი განცხადების შესახებ, რომ ბაიერნი ყოველთვის 7:0 ვერ მოიგებს: ``მე არ ვარ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი! ვიყავი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ხელმძღვანელი. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კარგი პერფორმანსი გვქონდა. მაგრამ მწვრთნელი ყოველთვის თავის მოთამაშეებზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანი ის არ არის, რამდენად კარგი ვარ მე. მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად მოვახერხებ ფეხბურთელებისთვის ჩემი იდეების გადაცემას და როგორ გაითავისებენ ისინი ამას. უნდა შევძლო, რომ აქაც კარგად ვიმუშაო. მიყვარს ფეხბურთელების დარწმუნება და მათ გვერდით დრომა, მათი ხარისხის გამოყენება. ეს არის ჩემი მიზანი და ამაზე ვარ ფოკუსირებული. რასაკვირველია, ვიცოდი, რომ მიუნხენში ყოველთვის უნდა მოიგო. მარცხს ჩემი კრიტიკა მოყვება. ესეც უნდა მივიღო - წინააღმდეგ შემთხვევაში ნიუ-იორკში დავრჩებოდი.``
. . . ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი: ``ეს ფეხბურთელებს უნდა ჰკითხოთ. მე შემიძლია მხოლოდ მხარი დავუჭირო მათ. ტიტული ტიტულია. ჩემი კარიერის დასასრულს შეიძლება ერთი ან ორი ფეხბურთელი გამოჩნდეს, ან საერთოდ არც არავინ, ვინც იტყვის: ეს მწვრთნელი ძალიან დამეხმარა. მსოფლიოში იმდენი კარგი მწვრთნელია, რომლებიც პატარა გუნდებთან მუშაობენ. ასეთი ჯერ კიდევ მესამე ლიგაში ყოფნის დროს. მაგრამ მათ არ ყავთ მესი, რიბერი, შვაინშტაიგერი . . . ასე რომ, მე გამიმართლა. ყოველთვის ასეა: ტიტულით კარგი ხარ, უტიტულოდ არა. ეს უნდა მივიღოთ ისე, როგორც არის, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. უმნიშვნელოვანესი მაინც ფეხბურთელია. ჩემთვის საუკეთესი ჯილდო ის არის, როდესაც ორი-სამი წლის შემდეგ ფეხბურთელი მეტყვის: შენ მე ძალიან დამეხმარე და არა ის, ვინც თასი აწია. თასები ოდესმე სარდაფში ლაგდება.``
. . . ვინ არ იქნება პირველ მატჩში: ``ლუის გუსტავო ტრავმირებულია, ტიაგო ავად არის, სიცხე აქვს, არ ვიცი, გამოჯანმრთელდება თუ არა მატჩამდე. გიოტცეც არ იქნება.``
. . . როდის შეძლებს გიოტცე თამაშს: ``შეიძლება კვირას ამხანაგურ შეხვედრაში რამდენიმე წუთი ითამაშოს.``
. . . ღელავს თუ არა ბუნდესლიგის პირველი მატჩის წინ: ``დღეს მშვიდად ვარ. მაგრამ ხვალ, თამაშის დაწყების წინ ვიღელვებ, ვიფიქრებ, რა შეიძლება მოხდეს. ძალიან გამიმართლა აქ რომ ვარ, ბუნდესლიგის პირველ შეხვედრას ჩავატარებ. იმედია ეს ჩემი ბოლო შეხვედრა არ იქნება. თამაშის დაწყების წინ ხშირ შემთხვევაში ჩემს ოთახში ვარ და ვფიქრობ გამოსავალზე იმ შემთხვევისთვის, თუ თამაში კარგად არ წავა. შემდეგ ვესაუბრები დომეს, ჰერმანს, ფეხბურთელებს.``
. . . რას ელის პეპი: ``იმედი მაქვს, კარგად ვითამაშებთ. მაგრამ ყოველი მატჩის წინ ვფიქრობ: ეს ძალიან, ძალიან საშიში თამაშია. ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს, მაგრამ მართლა დარწმუნებული ვარ, გლადბახთან შეხვედრა საშიში და საინტერესო იქნება.``
-------------------
abendzeitung.de
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=616...&type=1&theater