TheScientistიმდენი ვილაპარაკეთ კი გაიტანს ისლანდიელებმაც


ბრიუგე ამოვარდა ჩაჯდა ჩენომორეცი
* * *
იგორ ტუდორი: “მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. ორი მატჩის ჯამში, ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით,

თუმცა შემდეგ ეტაპზე “დილა” გავიდა”.
გიორგი დევდარიანი: “დღევანდელი მატჩი უკეთ ჩავატარეთ. აღსანიშნავია სწრაფი კონტრშეტევები, რაც მშვენივრად გამოგვდიოდა. უკვეMმერამდენე მატჩია, შეცვლებიც ამართლებს. ყველანაირად კმაყოფილი ვარ და მინდა, სითბოსა და ყურადღებისთვის გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს მადლობა გადავუხადო.
...ახალი ფეხბურთელები? ირაკლი მაისურაძე დაგვემატება. სხვა, ჯერ არავინ”.
დევდარიანს ტუდორის კომენტარიც გავაცანით და რეაქცია არ გაგვკვირვებია: “ტუდორი კარგი ფეხბურთელი გახლდათ. აი, როგორც მწვრთნელზე და როგორც ტაქტიან ადამიანზე კი, რა გითხრათ. ჯერ იყო, ხორვატიაში ყოფნისას დამცინავ კომენტარს აკეთებდა ჩვენზე და რა ვიცი, რაღას არ ამბობდა. კეთილი ინებოს და დაითვალოს სახიფათო მომენტები, ვინ მეტი შექმნა” …