როზა იქნება ძირითადში
* * *
ძვირფასო მეთოფეებო როგორც ჩანს მალე ოცნების ახდენა შესაძლებელი იქნება.
გავემგზავრებით სტამბულში ავტობუსით, ორშაბათს, 20 აგვისტოს (მგზავრობა 25-27 საათი). იმ შემთხვევაში თუ 5 კაცზე მეტნი ვიქნებით, (6 კაცი უკვე ვართ) ვისარგებლებთ ავტობუსის 35%-იანი ფასდაკლებით. ჩასვლის შემდეგ დაგვხვდებიან, დაგვაბინავებენ ბინაში, საღამოთი წავალთ ფენერახჩე-არსენალის თამაშზე. ბილეთის ტიპი იქნება - "Away guest Ticket”. ანუ უსაფრთხო ნორმალური ადგილები არსენალის გულშემატკივრების გვერდით. 22-ში ვბრუნდებით უკან და თბილისში ვიქნებით ხუთშაბათს 23 აგვისტის.
ტურში მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი (+18) და უნდა გააჩნდეს პასპორტი. ვისაც არ გააჩნია პასპორტი, აუცილებლად უნდა იქონიოს პლატიკური ID ბარათი, ანუ ახალი პირადობის მოწმობა.
ასე რომ შეგიძლიათ ჩაალაგოთ ზურგჩანთებში თქვენი არსენალური ატრიბუტიკები და საგზლი, წინ გველოდება გრძელი გზა, ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი თამაში და ულამაზესი დღე სტამბულში.
მთელი ეს სიამოვნება ჯდება სულ რაღაც 120 დოლარი (კვების გარეშე). ასე რომ, თუ არ გამოგიყენებიათ ჯერ შვებულება არ გაუშვათ ხელიდან შანსი!
ფულის გადახდა გამგზავრებამდე 5 დღით ადრე.
გამგზავრების საათებს დეტალურად გაცნობებთ უახლოეს დღეებში.
ტურს ორგანიზებას გაუწევენ Kevin და გიო (InTeRa)
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 599753223