არადა დაცვის პრობლემები რომ მოვაგვაროთ სკუდეტოს მოგებაც შეიძლება

გატანით გაგვაქვს ყველასთან. წვალებით, ტანჯვით წამებით თუ ###ობით გაგვაქვს და მორჩა, პროსტა უაზროდ ბევრს ვუშვებთ.
არავინ იცის რა მოხდება მომავალ სეზონში მაგრამ რასაც მე ვუყურებ კონკურენტები "ვითომ" გაძლიერდნენ : )) ნაპოლიმ იგუაინი კი იყიდა მაგრამ ბლომად ნაგავი მოაყოლა თან კავანი და მაცარი გაუშვეს, ბენიტესი როდის რას ააწყობს ხზ. მოკლედ ბევრს არაფერს ველოდები მაგათგან არადა ძაან სიმპატიური გუნდია
იუვენტუსის თამაში დიდწილად პირლოს კარგ თამაშზე იყო დამოკიდებული. ანდრეა უკვე ასაკშია და წელს ნაღდად ვეღარ გაუძღვება გუნდს. ანდრეას ჩავარდნა უფრო დიდი დარტყა იქნება იუვესვის ვიდრე ტევესის მოსვლა და კარგი თამაში მოკლედ მგონია რომ შარშანდელზე უკეთესი გუნდი არ უნდა იყოს იუვე.
ფიორენტინამ იოვეტიჩი გაუშვა და გომესის მოყვანა რას მოუტანთ აზრზე არ ვარ. ეგენიც დასუსტნენ ასე მგონია
ინტერს დედის#####ი აქვს #####ული ოფიციალურად

ჩვენ კიდევ ასე თუ ისე წელს შეკრული და მუშა ფეხბურთელებით სავსე გუნდი ვართ რამოდენიმე პერსპექტიული მოთმაშით. ბალო შაარავის დუეტმა თუ მოუმატა შეიძლება რაიმე კარგზე ფიქრი. შარშან სეზონის მეორე ნახევარში ყველაზე მეტი ქულა მოვაგროვეთ ესეთი რამეები შემთხვევით არავის უვარდება ხოდა დაიწყონ სეზონი ნორმალურად და ყველაფერი ჯიგრულად წავა
ტრანსფერებს რაც შეეხება მაღალი დონე ალბათ არ მოვა. გალიანი ბოლო წლები სულ იმას უსვამს ხაზს რომ "იტალიაში კონკურენტუნარიანები ვართ." რეალურად ასეც არის ამ გუნდს დღევანდელ დასუსტებულ სერია-A-ში შეუძლია იგულაოს და სანამ სხვა გუნდები მნიშვნელოვნად წინ არ წავლენ ჩვენი დონეც შესაბამისად სუსტი იქნება.