კაი რუკაა

მხოლოდ ჩვენი გუნდის სახელს რომ ვკითხულობ მიხარია

კაროჩე წელს ამ ტრანსფერებით თუ ვიმსჯელებთ.
სკუდეტოს იუვეს ვერავის შეეცილება, სამეულისთვის კი ჩემი აზრით იუვეს მერე ფავორიტი მილანია, მიუხედავად იმისა რომ არავინ უყიდიათ შეკრული სასტავია და ბალოტელი არ დაგავიწყდეთ. ჩემი აზრით საუკეთესო თავდამსხმელია ამყამად სერიალში, ამათ შაარავი და კამპანია დაუმატეთ.
შემდეგ მოდიან ნაპოლი, ფიორენტინა და ჩვენ.
ინტერი განწირულია ნახევარდაცვა არ ყავს საერთოდ და რომა კიდევ დიდი ზაგადკაა.
თუ ერთი ნორმალური თავდამსხმელი მაინც ვიყიდეთ გვექნება რეალურად შანსი რომ ლიგისთვის ვიბრძოლოთ.
ნაპოლისაც და ფიორენტინასაც მიუხედავად გაძლიერებისა დიდი დანაკლისებიც აქვთ.
არსად არსებობს გარანტია რომ ბენიტესი გუნდს ააწყობს და არ დაემართება ისე როგორც ინტერში, არც იმის გარანტიაა სადმე რომ იგუაინი თუნდაც ნახევრით შეცვლის კავანის და ისიც პირველივე სეზონში. კალეიხონები და არბელოები ხომ საერთოდ ლატარეაა. ერთი სიტყვით ნაპოლი დიდი შანსია რომ წელს ჩავარდეს.
ფიორენტინაში უფრო სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ არავინ იცის იოვეტიჩის დაკარგვა უფრო დიდი საქმეა, თუ გომესის და ილიჩიჩის შეძენა.
გუნდი მაინც ახლიდან იქნება ასაწყობი და აქ ჩავარდნა ყოველთვის შესაძლბელია განსაკუთრებით საწყის ეტაპზე.
ჩვენ კიდევ თითქმის არავინ დაგვიკარგავს და პლიუს ბილია და ანდერსონი გავიფორმეთ. თუ ერთი კაი თავდამსხმელიც იქნება (თუნდაც მატრი იყოს) ვიბრძლოლებთ ლიგისთვის