ერთი საინტერესო სტატია ვნახე სერიალის გუნდების ტრანსფერებზე და გადავთარგმნი ბარემ....
კარლო ნესტი, სპორტული ჟურნალისტი, იტალიური კლუბების სატრანსფერო სიტუაციებს აფასებს. (ფიორენტინა, ინტერი, იუვენტუსი, მილანი, ნაპოლი, ლაციო, რომა და ტორინო)
თითოეულ კლუბზე მინიჭებულია შესაბამისი ქულა, 3 პოზიტიური და 1 ნეგატიური ასპექტი.
ფიორენტინა 7.5პოზიტიურები:
ნეტოსთვის ეს გამოსაცდელი პერიოდია - თუ იგი არ გაამართლებს, არიან სხვა ვარიანტები, მათ შორის ჟულიო სეზარი და სორენტინო.
როსი ჯერ არ არის მზად. იგი პრენდელისაც არ გამოუძახებია, თუმცა "ვიოლას" მშვენიერი ალტერნატივა აქვს გომესის სახით.
ნახევარდაცვა უნაკლოდ გამოიყურება: კუადრადო, ამბროზინი, პიზარო, ბორხა, აკუილანი, ფერნანდესი და ხოაკინი.
ნეგატიური:
ლიაიჩის თემა უსაშველოდ გაიწელა, რაც გუნდს ნამდვილად არ წაადგება. მონტელა და ფანები იმსახურებენ სიმართლის გარკვევას.
ინტერი 6.5პოზიტიურები:
ჰანდანოვიჩმა ისაუბრა "უვარსკვლავო" გუნდზე, თუმცა ამგვარი თავმდაბლობით კონტეს "იუვენტუსის" დამარცხებაც კი მოხერხდა.
3-5-2 სქემაში "ექსტერიერი" რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, თუმცა ეტო'ო-ს დევნას უკანა ხაზის გაძლიერება ჯობია.
ამერიკაში გუნდმა ცუდი შედეგი და საკმაოდ უარყოფითი ბალანსი (1-10) აჩვენა ("ინტერს" რთული მეტოქეები ერგო, თანაც, ნაადრევად), თუმცა ნუ დაგვავიწყდება რომ გუნდს აკლდნენ სამუელი და კივუ.
ნეგატიური:
უცნაური დაუფასებლობა: ნუთუ პრიმავერას დანკანი კლუბის სამიზნე ტაიდერზე ნაკლებად ფასობს?!
იუვენტუსი 7.5პოზიტიურები:
ერთი შეხედვით მთავარი მოვლენა ლორენტე-ტევესის დუეტის ჩამოყალიბებაა, მაგრამ ამ ორიდან ერთ-ერთის ვუჩინიჩთან შეწყვილებაც არანაკლებ საინტერესო იქნება.
პირლოს 2014 წლის ივნისში დამთავრებადი კონტრაქტი არ არის საგანგაშო: იგი 34 წლისაა, ბრძენია, მოვიცადოთ აპრილამდე.
სუნიგასთან ან კოლაროვთან ერთად (პარალელურად არც ბიაბიანი/იბარბო არის გამორიცხული) გუნდს 3-4-3-სა და 4-3-3-ს შორის მოქნილი როტაციის საშუალება ექნება.
ნეგატიური:
ოგბონაში დახარჯული ფულით (13+2) წინა ხაზის უკეთესად შევსება შეიძლებოდა, თუნდაც დიამანტის წყალობით (იმის გათვალისწინებით, რომ კლუბს მცველები საკმარისად ჰყავს).
ლაციო 6.5პოზიტიურები:
კოზაკთან განშორების შემდეგ წინ მხოლოდ კლოზეს იმედად ყოფნა არ შეიძლება. საჭიროა კიდევ ერთი თავდამსხმელი. ნუთუ ეს მატავჟი იქნება?
ახალმა შენაძენებმა, ბილიამ და ანდერსონმა შესაძლოა ისევე გაამართლონ, როგორც ერნანეშმა (რომელიც ცოტა ხნის წინ შეუმჩნეველი იყო).
მოედანზე 3 მრავალმხრივი ფლეიმეიქერით თამაში (ლედესმა, ბილია და ერნანეში) შესაძლოა ძალიან პრაქტიკული და დიდი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.
ნეგატიური:
17 მილიონიანი დეფიციტის მიუხედავად, ჯერჯერობით ერნანეში რჩება, თუმცა, შესაძლოა სუპერ თასის ფინალის შემდეგ ის გაიყიდოს.
მილანი 6.5პოზიტიურები:
ჯერჯერობით მთავარი "გასროლა" ალეგრის ეკუთვნის: მან დაარწმუნა ბერლუსკონი, რომ შესაძლო 4-3-3-ს გაგებით მოეკიდოს (

)
4-3-1-2-ში ლიაიჩისთვისაც და ჰონდასთვისაც მოიძებნება ადგილი, თუმცა, ამას ხომ არ ჯობია მაინც სუსტი უკანა ხაზის გაუმჯობესებაზე ფიქრი?
ნამდვილი გარიგება იყო იანვარში ბალოტელის მოყვანა, თუმცა საფრთხილოა მისი კანჭის კუნთის პრობლემა.
ნეგატიური:
ბოლო 30 წლის საუკეთესო საფეხბურთო მენეჯერს, ადრიანო გალიანის, "ცსკა"-ს და "ფიორენტინას" ხელმძღვანელებმა შეუფერებელ და არასწორ საქციელში დასდეს ბრალი. ვნახოთ რა იქნება...
ნაპოლი 7.5პოზიტიურები:
საკის თქმის არ იყოს, ბენიტესს ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია (თუ, რა თქმა უნდა, გარკვეული ფაქტორები მის სასარგებლოდ იმოქმედებენ).
მარტინესის და ჟირუს გარდა, წინა ხაზის შევსება მატრისაც შეუძლია, თანაც იგი წინა 2-ზე გაცილებით იაფია.
ბენისეტი რეინასა და შკრტელს კარგად იცნობს, თუმცა შესაძლოა ასტორიც დაჭირდეს, რადგან 4-2-3-1-ზე გადასვლა არც ისე მარტივია.
ნეგატიური:
კავანის 64,5 მილიონად გაყიდვა, ფინანსურად, რა თქმა უნდა სავსებით გამართლებულია, თუმცა, ტექნიკური თვალსაზრისით? გუნდისთვის იგი უმნიშვნელოვანესი და ერთგვარი გარანტია იყო.
რომა 7პოზიტიურები:
მრავალმხრივი პიანიჩის შენარჩუნება ნამდვილი "ტრანსფერია", თუმცა 16 მილიონიანი დეფიციტის გათვალისწინებით, სავარაუდოა ოსვალდოს ან ბორიელოს გაყიდვა.
ჟერვინიო შეეცდება ოსვალდოს შეცვლას, თუმცა კი პრანდელის ესმის ის სამარცხვინო პიროვნული და ფინანსური ფაქტორები, რაც ამ ტრანსფერს რეალურს ხდის.
მარკინიოსის რეკორდულ ფასში გაყიდვით ბენატიასა და სტროოტმანის მოყვანა ნამდვილად ჭკვიანური სვლაა.
ნეგატიური:
არის ეჭვები 2 პოტენციური ჩემპიონის, დესტროსა და ლამელას დარჩენასთან და სიმწიფესთან დაკავშირებით. ტალანტები, რომლებზე დაყრდნობაც ნამდვილად ღირს.
ტორინო 7პოზიტიურები:
ჩერჩი-იმობილეს დუეტს დიდი პოტენციალი აქვს და პლიუს ლარონდოს დამატება თავზე ქუდის დახურვას ჰგავს.
ჩერჩის დატოვება წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მისთვის იდეალური 3-4-3-ში მარჯვენა გარემარბის როლი იქნებოდა.
ბელომო უკვე რეალობაა, თანაც დ'ამბროსიოსა და ციგლერის ფლანგების შემთხვევაში გულამის მოყვანაზე ფიქრი აღარ იქნება აუცილებელი.
ნეგატიური:
ჟილეს დასჯის შემდეგ, კარში პადელი საკმარისი აღარაა. საჭიროა ახალი მეკარე, მაგალითად პეგოლო, სორენტინო ან სტიინენი.