ისიც არ მესმის, 6:0-ს რომ იგებ სიტყვაზე და ,,უნდა დაინდო"
ამაზე უთქვამთ და უფრო სწორია ჩემი აზრით ვიდრე ეგ ,,დანდობა"
აი შენ გიგებენ 6:0-ს
რა გირჩევნია, დაგინდონ და აღარ გეთამაშონ
თუ მაინც მთელი ძალით გეთამაშონ და 12:0 მოგიგონ?
ყველა იტყვის ალბათ 6:0-იო, არადა ეგ უფრო დიდი შეურაცხყოფაა

როდესაც ,,გინდობენ" და ფეხს არ ანძრევენ
მაგას ჯობია 20:0 წააგო და ბოლომდე გეთამაშოს, შენს თავსაც შეამოწმებ

რა არაა ასე
ეჰ, როგორ ვნანობ რეალმა 3:1 რომ მოუგო და არა 5:0 ის თამაში კამპზე

და როგორ ვნანობ ბავარიამ მეტით არ მოუგო. ეჰ, ეს რაღა შუაში იყო მარა მაინც

პიტო წარსულს ჩაბარდა <3
ოფიციალურ დებიუტებზე სუპერ-ბრაზილიელების
რომარიომ 3-ით დაიწყო პირველი ოფიციალური ჩემპიონატში მოუწია (3-ვე გვარდიოლას პასით

)
რივალდომ სუპერკოპა ჩააგდო რეალთან თუმცა ჩემპიონატში დუბლით დაიწყო
რონალდინიომ სუპერგოლი გაიტანა ვალდესის ხელით პასის შემდეგ

ევარისტომაც გოლით დაიწყო ვისაც არ დაეზარა ყველამ გაიტანა მაგ თამაშში
ასე რომ...ნეიმარმა ყველაზე კარგს მიბაძა

რონალდომ დებიუტზე (გაზონის საძაგელი მდგომარეობით კი გავდა ეგ ორი თამაში ერთმანეთს) თითქმის არაფერი გააკეთა ესპანიოლთან

მაგრამ მერე სუპერთასზე დაანგრია ატლეტიკო