მოკლედ დავწერე და მერე მეთქი იქნება და არ აინტერესევს ჩემი აზრი

ჟურნალისტიკის წესია, რო ზეთსართავი სახელები არ უნდა გამოიყენო სტატიის წერის დროს. ისე უნდა გადმოგსცე ამბავი რო დასკვნა მკითხველს გამოატანინო, მახინჯ ადამიანზე წერ თუ ლამაზზე, უხეშად რო ვტქვათ

ნუ ბლოგპოსტზე შეზღუდვა ზოგადად არ არის და შენ დამოკიდებულებაზე თუ წერ ცოტა რთულია მაგ წესის დაცვა, მაგრამ თუ ეცდები, რო გაითვალისწინო არ იქნება ცუდი
თუ ფიქრობ რო მომავალშიც დაწერ სერიოზულად, კარგი ვარჯიში გამოგივა
ეცადე რო რაც შეიძლება ნაკლებ სიტყვაში წერო წინადადება, აზრის გამეორების გარეშე.
თავ უფლებას მივცემო მაგასაც ნუ იტყვი, ჩათვალე რო ყველაფრის უფლება გაქ ისედაც

სქემურად წერასაც თუ დაამუღამებ კარგი იქნებოდა
ლიდი, შუა ნაწილი და ბოლოში რაღაცა დასკვნის მაგვარი რო გამოკვეთი შეიძლება
მცდელობა მგონი იყო კიდეც უბრალოდ მეტად უნდა გამოკვეტო ეგ ნაწილები
იმდენი ტვინის ჭყლეტა მომიწია ამ თემებზე ბოლო ერთი წელი, უკრიტიკოდ ვეღაც ვკითხულობ, ხოდა, რო გითხრა აღვფრთოვანდი მეთქი მოგატყუებ
მაგრამ შენი ნაწერეფი რაც მაქ წაკითხული ანალიზის უნარი მშვენიერი გაქვს და შესაბამისად წერაც კარგად გამოგივა თუ მოინდომებ
იმედია არ მიწყენ თავ უფლება რო მივეცი

ხოდა კრიტიკის მიღება ძაან მიჭირს ზოგჯერ
უბრაოდ მაგის გარეშე ამ საქმეში ვერ გაიზრდება ადამიანი
მოკლედ კრიტიკა არ მოგვაკლოს ღმერთმამეთქი სუ მაგას ვიძახი