გთავაზობთ "ტოტენჰემის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ამ ინსტურქციას.
ეს არის ჩვენი რჩევა იმ გულშემატკივრისთვის, ვინც ჩვენ გუნდს მიყვება თბილისში, ევროპალიგის ფლეი-ოფის შეხვედრაზე დასასწრებად, რომელიც ხუთშაბათ საღამოს გაიმართება.
თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი, სადაც ისტორიულ ნაგებობებთან ერთად გვხვდება თანამედროვე ნაგებობებიც. ქალაქში მრავლად არის ქანდაკებები და ისტორიული ძეგლები.
თბილისში საკმაოდ დაბალი კრიმინოგენული დონეა, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ყველანაირი საჭირო და ფასეული დატოვოთ თქვენს სასუმროს ნომერში, მათ შორის ორიგინალი პასპორტი, რადგან საკმარისია მხოლოდ პასპორტის ასლის ქონა.
ადგილობრივი ვალუტის კურსით 2,5 ლარი არის £1.00 ფუნტ სტერლინგი, სასურველია ვალუტის გაცვლისთვის მიმართოთ "საქართველოს ბანკს" ან "პროკრედიტ ბანკს".
იმ გულშემატკივართა საყურადგებოთ რომლებიც ეწვევიან რესტორნებს, კაფეებს და კვების სახვა დაწესებულებებს, უნდა გაითვალისწინოთ რომ ქართულ კერძებში ხშირად იყენებენ თხილს, საწებელს და თუ გაქვთ ალერგია ზემოთ აღნიშნულზე, უნდა გაარკვიოთ მიმტანთან, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები.
გირჩევთ იყოთ ფრთხილად გზის გადაკვეთისას, არის სპეციალური გადასასვლელები და გთხოვთ ისარგებლოთ ამ გადასასვლელებით, ტაქსი იაფი გადაადგილების საშუალებაა, თუმცა არ უნდა გადაიხადოთ არა უმეტეს 5 ლარისა, აუცილებელია რომ დაჯდეთ უკან უსაფრთხოების მიზნით.
საგზაო უსაფრთხოების სტანდარტები არ არის ისეთ დონეზე როგორც ბრიტანეთში.
სტადიონი - დინამო არენა
"დინამოს" სტადიონი 53000 ადამიანს იტევს, "სპურსი" გულშემატკივრები კი უნდა მივიდნენ 14 და 15 სექტორებთან, რადგან მათი ადგილები ამავე სექტორებზე იქნება.
სტადიონზე შესვლა შესაძლებელი იქნება 18:00 საათიდან, ანუ 2 საათით ადრე თამაშამდე, სავარაუდოდ თქვენთვის გამოყოფილ სექტორებში საგულშემატკივროდ მოვლენ საქართველოში მომუშავე ინგლისელები და "სპურსის" ადგილობრივი გულშემატკივრები. კვების და სხვა საჭირო ობიექტები ხელმისაწვდომია, უსაფრთხოების ზომებს გააკონტროლებს და დაიცავს პოლიცია, თუმცა როგორც ცნობილია ქართველი გულშემატკივარი არ არის პრობლემატური და აგრესიული.
სტადიონზე როგორც ყოველთვის იქნება აკრძალვებიც. არ შეიძლება მინის ბოთლების შეტანა, ასევე ადგილზე ბილეთებს შეამოწმებს პოლიცია და გქონდეთ ბილეთები მზად ნებისმიერდროს შემოწმებისთვის. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, დროშები ადგილობრივ ისტორიულ ძეგლებზე ან ქანდაკებებზე არ ჩამოკიდოთ, მათ შორის არქიტექტურულზე, რადგან ამან შესაძლოა ადგილობრივი მცხოვრებლები შეურაცხყოს.
როგორც წესი სპირტიანი სასმელი არ იქნება დაშვებული.
სავარაუდოდ "სპურსის" ქომაგები სტადიონს დატოვებენ 10-15 წუთის შემდეგ თამაშის დამთავრებიდან. ყურადგებით მოუსმინეთ ინგლისურ ენაზე გამოცხადებულ ინსტრუქციას და იქონიეთ მოთმინება.
სტადიონი მდებარეობს მდინარის მარცხენა სანაპიროზე. ავტობუსები იმოძრავებენ საღამოს 11 საათამდე, თუმცა შეიძლება თამაშის გამო გააგრძელონ მოძრაობა. უახლოესი მეტროს სადგური არის წერეთელი, ასევე მიზან შეწონილია გამოიყენოთ ყვითელი სამარშრუტო ტაქსები.
კლუბი სამართლიანად ამაყობს გულშემატკივრების კარგი საქციელით ევროპული მოგზაურობების დროს და გთხოვთ, რომ კვლავ ასე მოიქცეთ, ადგილობრივ ტრადიციასა და კულტურას პატივი სცეთ.
და ბოლოს, ჩვენი კლუბი პატივისცემით გთხოვთ, რომ მთელი ვიზიტის განმავლობაში მოიქცეთ სათანადოდ. - See more at:
http://sportpost.ge/news/view/1068?ref=foo...h.BdmVZy3O.dpufბლიად თბილისია თუ დუბაი