ცუდი გულშემატკივარი ვარ.
მაქსიმუმ ხუთი წუთით ვიფიქრო რომ მაისური ვიყიდო ვალენსიასი და გადავიფიქრებ ხოლმე.
ერთადერთი შეიძლება...ტიერა მიტიკა რომ გვეწერა... და აიმარის...21 ნომრიანი მაისური..
ლუანვი

ეგ რომ ხელში ჩავიგდო ვერც ჩავიცმევ..სალოცავი,გრაალი... რამე

და ყველა მტვერის ნაწილაკზე გული მომივა
ობსესივ ქამფალსივ დისორდერ(ქართულად ვერ ვიხსენებ რა ქვია.) დამეწყება

როგორ მინდა რომ ვარგასმა ასე გააგრძელოს.
სენსეროსმაც კაცმა რომ თქვას.
ერთი თამაშით არ მინდა ვიმსჯელო,თან ბეტიკასთან.
ვნახოთ უფრო სერიოზულ მეტოქეებთან რას იზავს ხალხი

ალკაგოლი(გულშემატკივრების ახალი გამოგონება) მეორე თუ მესამე დღეა გაზეთის გარეკანიდან არ ჩამოდის.სამი თამაში გადაბმით და ოთხი გოლი.
პიატი რაც პიცი მოვიდა და ენდო,ბევრად უკეთესია(იმედია არ მელანდება :დ ) ჩილელი გუნდიში-არის. ნორმალური მწვრთნელი-არის.
იმედია გუნდი არ დადგება თავდაყირა ამ ზაფხულს.
პ.ს.
სადაც ტინო კოსტა გვილოცავს შესანიშნავ თამაშს და მანიტას, შეეძლო "გოლდადოც" შეწუხებულიყო.მასაც ხომ ასე შესტკივა ვალენსიას ახალ პროექტზე გული.