ბოსის თქმით დარწმუნებული არაა, შეძლებს თუ არა პრემიერ ლიგის, აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელი, დანეილ სტარიჯი "ლიბერთი სთედიუმზე" გამგზავრებას, თუმცა იმედოვნებს, რომ კოლო ტურე და ჯო ალენი თამაშს შეძლებენ.
დანიელ სტარიჯმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მიღებული ტრავმის გამო ინგლისის ნაკრებთან ერთად თამაში ვერ შეძლო და დღემდე არის საფრთხე, რომ "ლივერპულის" 15-იანმა ვერც "სუონსისთან" მატჩში შეძლოს თამაში.
"დანიელ სტარიჯზე შემდეგი ორი დღის მანძილზე უფრო მეტი გვეცოდინება და უფრო მეტის თქმას შევძლებ."-უთხრა ბოსმა მელვუდზე შეკრებილ ჟურნალისტებს.
"ძალიან იმედგაცრუებული იყო ნაკრებში თამაში რომ ვერ შეძლო, თუმცა მელვუდზე დიდი ენთუზიაზმით მოვიდა და იმედი ჰქონდა, რომ "სუონსისთან" თამაშს შეძლებდა.
"გადაწყვეტილება სამედიცინო ექსპერტებმა მიიღეს და არა სტარიჯმა. "მანჩესტერთან" თამაში დანიელმა ტრავმით დატოვა, მერე კი მელვუდზე ჩვენმა ექსპერტებმა გასინჯეს და დაადგინეს, რომ პირველ თამაშში(მოლდოვასთან) თამაშს ვერ შეძლებდა.
"ცოტა ხანში მელვუდზე დაბრუნდა და ვნახეთ, რომ პროგრესი იყო, თუმცა გადაწყვეტილება როის და მის ექპერტებს უნდა მიეღოთ, სამწუხაროდ სტარიჯი კვლავ არ აღმოჩნდა მზად.
"ახლა მოგვიწევს მომდევნო ორი დღის კიდევ მანძილზე დავაკვირდეთ და მხოლოდ შემდეგ გადავწყვეტთ ვათამაშებთ თუ არა "სუონსისთან""
როჯერსმა დაამატა: "თამაში, რომ შაბათს გვქონოდა ნამდვილად ვერ გავრისკავდით დანიელის მინდორზე გაყვანას, თუმცა ორშაბათამდე დროა და შესაძლოა სიტუაცია სხვაგვარად განვითარდეს. ვიცით 100%-ით მზად არც ორშაბათს იქნება, თუმცა ვნახოთ, იქნებ თამაში შეძლოს."
უკეთესი სიტუაციაა "ლივერპულის" კიდევ ორ მოთამაშესთან დაკავშირებით. როგორც იცით ინგლისის ლიგის თასზე გამართულ მატჩში დაზიანება "წითლების" სამმა ფეხბურთელმა მიიღო, თუმცა როჯერსს იმედი აქვს, რომ ჯო ალენი და კოლო ტურე "გედებთან" თამაშს შეძლებენ. ალი სისოკო კვლავ ვერ მოახერხებს მოედანზე გასვლას.
როჯერსმა თქვა: "ჯომ დღეს დილით ვარჯიში შეძლო და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა, ასე რომ ალენი ორშაბათს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებს.
"კოლო ჩვენს ფიზიოლოგისტთან ერთად მუშაობს ტრავმაზე და შესაძლებელია მანაც შეძლოს თამაში "ლიბერთიზე".
"სისოკოს კიდევ რამდენიმე კვირა დარჩა ტრავმის მოსარჩენად, თუმცა ისიც ბევრს მუშაობს."
როჯერსმა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ "ლივერპულის" მარჯვენა მცველი გლენ ჯონსონი კიდევ ხუთი კვირა, 19 ოქტომბრამდე ვერ შეძლებს თამაშს.
რუ:http://liverpoolfc.ge/news/323--.html
გული რო არ დაწყდეთ
This post has been edited by GERRАRD on 13 Sep 2013, 21:44